
მარიამ ხულელიძე - ფინალური პროექტი ინტერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
"ეს სფერო ზოგადად ჩემთვის უცხო არაა, ბავშვობიდან ვხატავდი, ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსსა და გამოფენებში, თუმცა პროფესია ამ კუთხით არ ამირჩევია.
პროფესიის შეცვლა მას შემდეგ გადავწყვიტე, როცა ჩემი ახალი ბინის დიზაინი სრულად ჩემი გემოვნებით შევქმენი.
მუშაობის პროცესი ჩემთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და გადავწყვიტე მომესინჯა საკუთარი ძალები ამ კუთხით, ახლა უკვე როგორც პროფესიონალს.
ვფიქრობ, ინსპირაციისთვის ალბათ ჩემს ინდივიდუალურ ხედვას დავასახელებდი, იმ შთაბეჭდილებებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობიდან მივიღე, სილამაზის ჩემებურ აღქმას.
ინტერიერის დიზაინის კურსმა მომცა პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რომელსაც გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში. სხვებს ვურჩევდი კურსის გავლას რადგან, მეც სხვისი რჩევით მოვედი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო და ამასთანავე სასიამოვნო აღმოჩნდა, სწავლა არც თუ ისე მარტივია, თუმცა გასაგებად გვაწვდიდნენ ახალ მასალას. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან შრომატევადი პროცესია და დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
კურსის ძლიერი მხარე არის ის ცოდნა, რომელიც მივიღე და რომელსაც გამოვიყენებ ჩემს შემდგომ საქმიანობაში."