
მედეა დიდებაშვილი - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
- მედეა, მოგვიყევი შენ შესახებ?
პროფესიით ვარ არქიტექტორი, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღმოვჩნდი ავეჯის კომპანიაში კონსტრუქტორის პოზიციაზე, შესაბამისად ავცდი იმ სფეროს რაც რეალურად მაინტერესებდა. ყოველთვის მინდოდა რაიმე კვალიფიკაციური კურსი გამევლო, რომელიც ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მეტად განმივითარებდა ცოდნას.


- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?
ჩემი ყურადღება მიიპყრო შესაძლებლობამ სტაჟირებასთან დაკავშირებით, რამაც უფრო გამიზარდა სურვილი კურსის დაწყების.


- Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ვფიქრობ, ავეჯის კონსტრუქციის ცოდნა მეხმარება მარტივად მივიღო ვიზუალური გადაწყვეტილებები ფუნქციურობის ხარჯზე ან პირიქით.
- რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
ინტერიერის დიზაინის კურსი დამეხმარა ჩემი ცოდნის გაუმჯობესებაში. თავი მოუყარა ყველა საჭირო გამოცდილებას და ახლა უკვე თამამად შემიძლია კერძო ხაზი განვავითარო და შევქმნა ახალი დიზაინი.


- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, სამუშაო პროცესზე?
ფინალური პროექტი საკმაოდ საინტერესო, კომპლექსური და სახასიათო იყო, მაგრამ ამავდროულად თითოეულ სტუდენტს მოგვეცა საშუალება საკუთარი თავის გამოვლინების. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
"კურსმა დაგვიტოვა საკმაოდ ძლიერი პორტფოლიო, რის საფუძველზეც ნებისმიერ სტუდენტს თამამად შეუძლია გადადგას შემდეგი ნაბიჯები."
- რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ვისურვებდი, რომ უფრო ფართომასშტაბიან პროექტებზე მემუშავა მომავალში, გავეცნო კომერციულ ობიექტებს და დავხვეწო ექსტერიერის დიზაინიც.






- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
"კურსის გავლის შემდეგ გაცილებით თავდაჯერებული ვარ, უფრო მყარად ვდგავარ და ვთვლი, რომ თავისუფლად შემიძლია დიზაინ-პროეტის სრულად ათვისება."
მადლობა მინდა გადავუხადო ლექტორ - თათას, ამომწურავი ინფორმაციისთვის და გაწეული შრომისთვის.






















