
ნანა ახვლედიანი - ფინალური პროექტი ინტიერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
გამარჯობა, მე ნანა ვარ, არქიტექტორი. ინტერიერის დიზაინი ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის საგანი, ამიტომაც არქიტექტურის ბაკალავრის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე უფრო გამეღრმავებინა ცოდნა ამ სფეროში და გამევლო კურსი, რომელიც მომცემდა შესაძლებლობას, არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის დროს თავადვე შემექმნა მათი ინტერიერის დიზაინიც.
დიდხანს ვარჩევდი ადგილს, რომელიც დროის მცირე მონაკვეთში მომცემდა იმ ცოდნას, რაც მჭირდებოდა.
გავეცანი არა ერთი კურსის სილაბუსს და Smart Fish Academy ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ამას დაემატა კომფორტული გრაფიკი, პროფესიონალი ლექტორი და ბოლოს, კურსდამთავრებულების პორტფოლიოები, რამაც დამარწმუნა ამ კურსის ეფექტურობაში. Სწორედ, ამიტომ შევარჩიე ეს აკადემია.
Პირველადი ინსპირაციის წყარო ჩემთვის ხშირად ადამიანები არიან. ვფიქრობ, ინტერიერის დიზაინერისთვის საჭიროა ადამიანებიდან ხასიათის ამოკითხვა და შემდეგ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მათთვის კომფორტული იქნება. გარდა ამისა, შემოქმედებითი აზროვნების გასაფართოებლად ხშირად ვათვალიერებ ვებგვერდებსა და ჟურნალებს.
Პირველ რიგში, კურსმა მომცა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. თითოეული ლექციის შემდგომ ვაკეთებდით ისეთ დავალებებს, რაც სწავლას უფრო საინტერესოს და ნაყოფიერს ხდიდა.
ამასთანავე გავიცანი ძალიან ნიჭიერი და საინტერესო ადამიანები. ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის კომფორტული გარემო, რაც ლექტორმა, თათა მარუაშვილმა, შეგვიქმნა სტუდენტებს კურსის განმავლობაში.
Მათ, ვისაც ინტერიერის დიზაინის შესწავლა სურს, აუცილებლად ვურჩევდი იმ გამოცდილების შეძენას, რამ ამ კურსმა მომცა.
ფინალური პროექტის დასრულებდე ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო პროცესი გავიარეთ. დავალებების საშუალებით, შეგვეძლო საკუთარი თავისა და ხედვების გამოვლენა. სწავლების პროცესი თანმიმდევრული იყო, რამაც ფინალურ პროექტზე მუშაობა გაამარტივა და შედეგიც საინტერესო გამოიღო.
ვფიქრობ, დიზაინერი ყველა ტიპის პროექტისთვის უნდა იყოს მზად, თუმცა, ალბათ უპირატესობას საცხოვრებელ ბინებს მივანიჭებ, ვინაიდან თითოეული ადამიანი განსხვავებულია, საინტერესო იქნება მათთვის საცხოვრებელი გარემოს შექმნა.
ვფიქრობ, რომ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაერთიანება და სტუდენტებისთვის ამ ინფორმაციის თანმიმდევრულად და საინტერესოდ მიწოდება სულ რაღაც 3 თვეში, კურსის ყველაზე ძლიერი მხარეა. კურსმა მომცა შესაძლებლობა, დამოუკიდებლად შევქმა ინტერიერის დიზაინის პროექტი.