
ნანიკო ტიტვინიძე - პორტფოლიო ინტერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
მე ვარ ნანა ტიტვინიძე, 28 წლის. დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი — სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.
Smart Fish აკადემიის რეკლამა სოციალურ ქსელში შემხვდა. დიდი ხნის განმავლობაში მსურდა ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა და ვეძებდი პროგრამას, რომელიც სრულად დააკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც მქონდა.
გადავხედე როგორც ლექტორის, ისე კურსდამთავრებულთა ნამუშევრებს, რათა გამეგო, რა დონეზე ხდებოდა სწავლება. სწორედ ამან გამიადვილა გადაწყვეტილების მიღება.
შემოქმედებითი აზროვნებისთვის მთავარი ისაა, რომ მუდამ იყო ახლის ძიებაში და არ მოექცე ჩარჩოებსა და შეზღუდვებში. ეს არის პროფესია, სადაც უპირველესად უნდა გაითვალისწინო დამკვეთის სურვილები, თუმცა ამან არ უნდა შეგიშალოს ხელი, საკუთარი იდეები შესთავაზო და პროექტს შენი ხედვა შესძინო.
კურსი დაგეხმარება ნულიდან შეისწავლო ყველა აუცილებელი უნარი, რათა მომავალში დამოუკიდებლად იმუშავო ახალ პროექტებზე. სწავლების პროცესი ძალზე საინტერესო და სასიამოვნო იყო, რაშიც ლექტორს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მხოლოდ სამთვიანია, ამ პერიოდში შესაძლებელია ყველა ძირითადი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღება.
გეგმარებიდან დაწყებული, საბოლოო დეტალებამდე მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. სრული თავისუფლება გვქონდა, შეგვექმნა ფინალური პროექტი, რომელიც მთლიანად ჩვენს სურვილებსა და ინტერესებზე იყო მორგებული. ეს გამოცდილება დაგვეხმარა შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში და იმ პროგრამებთან მუშაობაში, რომლებთანაც მუშაობის გამოცდილება აქამდე არ გვქონია.
არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როცა მხოლოდ ნახაზიდან იწყებ და ბოლოს მიიღებ დასრულებულ პროექტს, რომელიც თავიდან ბოლომდე შენია შექმნილი.
მომავალში მსურს ვიმუშაო სხვადასხვა ტიპის პროექტებზე. მინდა ვცადო ყველა სახის დიზაინი — ეს დამეხმარება როგორც პროფესიულ განვითარებაში, ისე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ აღმოჩენაში.
ეს არის კურსი, რომელიც სრულად პასუხობს ყველა მოთხოვნას, რაც ინტერიერის დიზაინერის პროფესიის დაუფლებას სჭირდება. ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა, დავიწყო საქმიანობა სფეროში, რომელიც დიდი ხანია მაინტერესებს. კურსის განმავლობაში დამოუკიდებლად სწავლობ იმ პროგრამებთან მუშაობას, რომლებიც აუცილებელია ამ პროფესიისთვის.
შეიძლება სწავლების ონლაინ ფორმატმა თავდაპირველად გარკვეული ეჭვი გაგიჩინოს, თუმცა ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ლექტორი სრულად ორიენტირებულია ხარისხიან სწავლებაზე — ის ბოლომდე არის ჩართული პროცესში, რათა ყველაფერი გასაგებად აგიხსნას და დაგეხმაროს ყველა სირთულისა თუ ხარვეზის გადაჭრაში, რაც შეიძლება მუშაობის პროცესში შეგხვდეს.
თუ გსურთ, დამოუკიდებლად შეძლოთ ინტერიერის დიზაინზე მუშაობა, მაშინ ეს კურსი ნამდვილად ისაა, რაც გჭირდებათ.












