ნინი ღვაჩლიანი

ნინი ღვაჩლიანი - ინტერიერის დიზაინის კურსზე

08.01.2024

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

 - ნინი, მოგვიყევი შენ შესახებ? 
გამარჯობა, მე ნინი ვარ, მესამე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინზე, აქედან გამომდინარე აუცილებელია ჩემს პროფესიაში კონკრეტული პროგრამების ცოდნა იმისთვის, რომ გახდე პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი, კურსი იყო პირველი და დიდი ნაბიჯი ჩემი პროფესიისკენ.

ნინი ღვაჩლიანინინი ღვაჩლიანი

- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?
Როდესაც გადავწყვიტე კურსის გავლა ბევრს ვეძებდი, დავათვალიერე სხვადასხვა აკადემიის სილაბუსი, ლექტორების პორტფოლიოები, სტუდენტების ნამუშევრები. საბოლოოდ ჩემი მეგობრების რეკომენდაციით მოვაგენი Smart Fish აკადემიას.

ნინი ღვაჩლიანინინი ღვაჩლიანი

- Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
Რთულია კონკრეტული პასუხი გავცე კითხვას, თუმცა მომწონს სივრცეების შექმნა, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ, ურთიერთობენ და ა.შ. 

დიდი სიამოვნებაა ინტერიერის დიზაინით ადამიანების ყოველდღიურობა კიდევ უფრო ესთეტური, ლამაზი და კომფორტული გავხადო.
ნინი ღვაჩლიანინინი ღვაჩლიანი
- რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? 
კურსმა პირველ რიგში შემასწავლა ძირითადი პროგრამები ინტერიერის დიზაინში - Archicad - ი & 3Ds Max - ი, ასევე, შევისწავლე ინტერიერის დიზაინის ისტორია, სტილები, ერგონომეტრია, დამკვეთთან სწორი კომუნიკაციის ტექნიკები და რაც მთავარია კურსი დამეხმარა ჩემი იდეების თამამად გადმოცემაში. 

სწავლება საკმაოდ კომფორტული და საინტერესო იყო, ამიტომ ყველას ვურჩევ ამ კურსის გავლას.

ნინი ღვაჩლიანინინი ღვაჩლიანი

- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, სამუშაო პროცესზე? 
თავიდან ალბათ როგორც დანარჩენებს მეც გამიჭირდა ყველაფრის ერთად ათვისება, მაგრამ სამუშაო პროცესში იმდენად გავიწაფე, ვფიქრობ კარგად გავუმკლავდი ყველაფერს. 

Ხოლო, რაც შეეხება ფინალურ დავალებას, მიუხედავად იმისა, რომ დიდ შრომასა და ჩართულობას მოითხოვს, თუკი მიყვები სალექციო მასალებსა და შეასრულებ დავალებებს - აუცილებლად გამოგივა.

ნინი ღვაჩლიანი

- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
არ მიყვარს ერთფეროვნება, ამიტომ ამ ეტაპზე ყველანაირ პროექტზე მუშაობა მაინტერესებს, განსაკუთრებით კი საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის შექმნა მომწონს. 

სივრცის რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ, აგროვებენ მოგონებებს, აქვთ ურთიერთობები და ამ ყველაფერში შენ, როგორც დიზაინერს, უდიდესი როლი გაკისრია.

- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარე ისაა, რომ 19 ლექციაში მიღებული ცოდნიდან ქმნი სრულყოფილ პროექტს, აგროვებ გამოცდილებას და, რაც მთავარია გრჩება პორტფოლიო.

ნინი ღვაჩლიანინინი ღვაჩლიანი