
ნინი გოქაძე - ფინალური პროექტი ინტერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
მე ვარ ნინი, დავამთავრე სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. ყოველთვის მაინტერესებდა ინტერიერის დიზაინი. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში გავდიოდი ამ საგანს, არა თუ ინტერიერში, არამედ, ზოგადად, ვერ მივიღე ცოდნა, რომელიც ამ მიმართულებით დამაკმაყოფილებდა, ამიტომ გადავწყვიტე გამევლო კურსი.
Smart Fish აკადემიის შესახებ გავიგე ჩემი კურსელებისგან, რომლებიც ძალიან კმაყოფილები და უკვე რეალიზებულები იყვნენ ამ პროფესიაში.
მოვიძიე ინფორმაცია და მომხიბლა ყველაფერმა, როგორც კურსის ღირებულებამ, ასევე იმან, თუ რის შესწავლას შევძლებდი.
განსაკუთრებით კი მომხიბლა იმან, რომ ეს კურსი იქნებოდა პორტფოლიოს შექმნაზე ორიენტირებული.
ჩემი შემოქმედებითი აზროვნების წყარო ვფიქრობ არის ყველაფერზე დაკვირვება, ბევრი რაღაცების მოძიება და თვალიერება, როგორც ინტერნეტში, ასევე რეალურად. ვცდილობ, განვავითარო ჩემი თვალსაწიერი, რაც შემდგომში ძალიან მეხმარება და რა თქმა უნდა, შრომა, რომელსაც მოაქვს იდეები.
გავლილმა კურსმა მოლოდინს გადააჭარბა. მიღებული ცოდნიდან გამომდინარე მომემატა თავდაჯერებულობა. კურსზე არა თუ შევისწავლე პროგრამები სრულყოფილად, არამედ განმივითარდა გემოვნება.
სამთვიანი სისიტემატიური და ყოველდღიური მუშაობა, ლექტორის მუდმივი ჩართულობა არის მიზეზი იმისა, რომ უკვე დამოუკიდებლად შემიძლია შევასრულო პროექტები. ამ კურსს ვურჩევდი ყველას, ვინც დაინტერესებულია ინტერიერის დიზაინით, რადგან თქვენ შეძლებთ შეიძინოთ ყველა ის უნარი, რაც მომავალში დაგეხმარებათ იყოთ პროფესიონალები.
ჩვენი ფინალური პროექტი, ვფიქრობ, იყო საკმაოდ კომპლექსური და საინტერესო. თანმიმდევრულად გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რაც მომავალში დაგვეხმარა საბოლოო სახე მიგვეცა პროექტისთვის. სწავლება იყო საკმაოდ მარტივი და ლექტორის მუდმივი ჩართულობით, მარტივად ვუმკლავდებოდი საშინაო დავალებებსაც.
ვფიქრობ, ყველანაირი ტიპის პროექტი ჩემთვის იქნება საინტერესო. ვინაიდან, კურსის პარალელურად უკვე შევძელი ამ პროფესიით დამეწყო სტაჟირება.
ვფიქრობ, მომიწევს მქონდეს საკმაოდ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება. ამ კურსმა კი კიდევ ერთხელ დამარწმუნა, ჩემი არჩეული პროფესიის სისწორეში და კიდევ უფრო გამიღვივა ინტერესი.
კურსის ძლიერი მხარეა ლექტორის მუდმივი ჩართულობა, სისტემატიური სწავლება, გემოვნების განვითარება, რაც დიზაინერისთვის აუცილებელია და რაც მთავარია, პროგრამების სრულყოფილად შესწავლა.
მე შევიძინე მრავალი მნიშვნელოვანი უნარი. დამოუკიდებლად შემიძლია ვიმუშაო ბრიფზე, მუდბორდებზე, გეგმარებასა და ინტერიერის ვიზუალიზაციაზე. კურსზე ასევე ისწავლება ისეთი ფორმალური მხარეებიც, როგორიც არის დამკვეთთან ურთიერთობა. რაც მთავარია, შევძელი შემექმნა ჩემი პორტფოლიო.
მუდბორდები
გეგმარება
რენდერები
