
ნინი ფახურიძე - პორტფოლიო ინტერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
მოგესალმებით!
მე ვარ დამწყები დიზაინერი, რომელიც მუდმივად ეძებს სიახლეებს სხვადასხვა დეტალში. მიყვარს სივრცეებზე დაკვირვება, განსაკუთრებით ისეთ ადგილებზე, სადაც იგრძნობა ბუნებრივობა და სიმშვიდე. მსურს შევქმნა ისეთი გარემო, სადაც დომინირებს სიმწვანე, ჰარმონია და შინაგანი სიმყუდროვე. ინტერიერის დიზაინი ჩემთვის არა მხოლოდ ესთეტიკა, არამედ ემოციური კომფორტის შექმნის ხელოვნებაა.
Smart Fish აკადემია სოციალურ ქსელში ვიპოვე. სტუდენტების ნამუშევრებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ამიტომ გადავწყვიტე სილაბუსს დეტალურად გავცნობოდი.
ეს პროცესი იმდენად დამაინტერესა, რომ სწავლის დაწყება მაშინვე გადავწყვიტე. პირველივე გაკვეთილიდან მივხვდი, რომ ეს არის ადგილი, სადაც შემიძლია პროფესიული და კრეატიული განვითარება. ლექტორიც არაჩვეულებრივი შემხვდა. მინდოდა დამეწყო ხარისხიანი საბაზისო განათლება, და ამ კურსმა ზუსტად ეს მომცა — პრაქტიკული გამოცდილება და მოტივაცია.
ჩემი ინსპირაციის მთავარი წყარო ბუნებაა — მისი ფორმები, ფერები და შეგრძნებები. ბუნება ჩემთვის სიმშვიდის, თავისუფლებისა და სენსორული ჰარმონიის სიმბოლოა. სივრცეების შექმნისას ხშირად ვეყრდნობი ამ განწყობას და ვცდილობ შევქმნა ერგონომიული, მშვიდი, ბუნებრივი და მინიმალისტური დიზაინი.
კურსმა მომცა საფუძვლიანი ცოდნა სივრცის გააზრებასა და ეფექტურად გამოყენებაში, მასალებთან მუშაობასა და იდეების ვიზუალურად გადმოცემაში. რაც მთავარია, გამიჩნდა სითამამე, ჩემი იდეები რეალურად გარდავქმნა.
ამ აკადემიას ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ამ სფეროს შესწავლა — სწორი ხელმძღვანელობით მართლაც შესაძლებელია მოკლე დროში დიდი პროგრესის მიღწევა.
ჩემი ფინალური პროექტი იყო სილამაზის სალონის ინტერიერის დიზაინი თემაზე — „ზღვა და ქვიშა“. მუშაობა დავიწყე Moodboard-ის შედგენითა და შთაგონების ძიებით, შემდეგ დავგეგმე ფუნქციური ზონები, შევარჩიე ფერთა პალიტრა და მასალები, გადავედი გეგმარებასა და მოდელირებაზე. ბოლო ეტაპი იყო რენდერების მომზადება და პრეზენტაციის ფორმატში გადატანა. ეს პროცესი ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნო აღმოჩნდა.
მინდა ვიმუშაო ისეთ პროექტებზე, როგორიც არის სასტუმროები, კაფე-ბარები, სპა სივრცეები, სალონები, ბუტიკები — ადგილები, სადაც ადამიანს შეუძლია ცოტა ხნით "გაქცევა" და განტვირთვა. სწორედ ასეთ გარემოს შექმნა მაძლევს ყველაზე დიდ სიამოვნებას.
კურსის ყველაზე ძლიერი მხარე იყო პრაქტიკულობა — აქ არ იყო მხოლოდ თეორია; ყველა ეტაპზე ვმუშაობდით რეალურ დავალებებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე - სივრცის ვიზუალური აღქმაა და მისი გარდაქმნის უნარი ფუნქციურ და ესთეტურ გარემოდ, რაც, ჩემი აზრით, ინტერიერის დიზაინის არსია.












დასასვენებელი სივრცე ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქმნის, ზღვის ნაპირის, სიმშვიდის ეფექტს, რბილი განათებით და ბუნებრივი მასალებით. შევეცადე შემექმნა მყუდრო და კომფორტული სივრცე, რბილი ტექსტურებით და ასევე ვფიქრობ, კარგად იგრძნობა ზღვის ატმოსფეროც.

მეორე მოსასვენებელი სივრცე, სადაც ასევე შევეცადე ყოფილიყო მშვიდი და ამასთანავე მყუდრო გარემო, შეჭრილი კედლის გამოყენებით.

თმის შეჭრის ზონა შექმნილია მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფეროსთვის, სადაც მომხმარებელი გრძნობს თავს კომფორტულად და დაცულად. სივრცეში გამოყენებულია ღია, ბუნებრივი ფერები – ღია ფერის კედლები და ხის ტექსტურა, რაც გარემოს ბუნებრივობას მატებს. სარკეები მინიმალისტური ჩარჩოებით არის განთავსებულია ისე, რომ ვიზუალურად აფართოებენ სივრცეს.

თმის დასაბანი სივრცე ინტერიერში ყველაზე დამამშვიდებელი და ინტიმური ზონაა, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა სრულად განიტვირთოს. დიზაინი აქ მიმართულია როგორც ფიზიკურ კომფორტზე, ასევე ვიზუალურზე. შევეცადე ლამაზად გამომეყო ეს კუთხე რათა სემექმნა მყუდრო და ამავდროულად საინტერესო გარემო, თბილი განათებით, დაბალანსებული ღია ფერები, რომელიც ქვიშა და მზესთან ასოცირდება, აქედან გამომდინარე ქმნის ჰარმონიულ, მშვიდ გარემოს.

მანიკურის ზონა - მომხმარებლისთვის ეს არის ზონა, სადაც ფიზიკურ სერვისთან ერთად ემოციური განტვირთვაც ხორციელდება. დიზაინში გამოყენებულია ნეიტრალური ფერები: ყავისფერის ზედა ტონები. სამუშაო მაგიდები კომპაქტურია, რბილი ფორმებით და გათვლილია როგორც კომფორტზე, ისე ფუნქციურობაზე. განათება ლოკალურია რათა მუშაობის დროს, მხედველობის არეალი იყოს მკაფიო.


პედიკურის სივრცე ჩაფიქრებულია როგორც ნახევრად-სპა გარემო, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს არა მხოლოდ ფიზიკური მომსახურება, არამედ სრული რელაქსაციის გამოცდილება. დიზაინის კონცეფცია აქაც რათქმაუნდა ეყრდნობა, წყალს და ქვიშას. სივრცეში დომინირებს თეთრი, ოქროსფერი და მწვანე ტონალობები, რბილი ტექსტილები და ორგანული ფორმები.

პერსონალის სამზარეულო სივრცე მცირე, მაგრამ ფუნქციურად სრულად ორგანიზებული ზონაა, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ კომფორტულად დაისვენონ და განიტვირთონ სამუშაოს შორის. დიზაინი მიმართულია სიმარტივესა და მყუდროებაზე – ფერები რჩება ბუნებრივ პალიტრაში: ღია ქვიშისფერი, ხის ფაქტურები და თეთრი კედლები, სივრცეს ნათელსა და ჰაეროვანს ხდის. ზედაპირები მარტივად სარეცხია და მოიცავს ყველა საჭირო ელემენტს: მაცივარი, მიკროტალღური, ჩასაშენებელი კარადები და პატარა მოსასვენებელი მაგიდა.