ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძე

ნინო სარჯველაძე - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული

07.09.2025

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

გამარჯობა, მე ვარ ნინო — ადამიანი, რომელიც მუდმივად სიახლეების ძიებაშია. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, თუმცა ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი. 

დიდხანს ვაყოვნებდი სწავლას, რადგან მეშინოდა, რომ საჭირო ცოდნას ვერ მივიღებდი. სწორედ ამიტომ, გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო Smart Fish აკადემიას, რომელმაც საპირისპიროში დამარწმუნა — სწორი ფუნდამენტით ახალი საქმის დაწყება შესაძლებელია.

მართალია, ჯერ არ ვარ პროფესიონალი დიზაინერი და გამოცდილებაც ნაკლებად მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი: როდესაც საფუძველი მყარია, შემდეგი ნაბიჯები გაცილებით მარტივი და თავდაჯერებულია.

ინსპირაცია ჩემთვის კონკრეტულ წყაროს არ უკავშირდება. როდესაც ცარიელ სივრცეს ვხედავ, მყისიერად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ის გარდაიქმნას და ამ ხედვას ერთ ამოსუნთქვაში ვახორციელებ. ჩემთვის ინტერიერის დიზაინი მხოლოდ პროფესია არაა — ეს არის ემოცია, შემოქმედება და ხელოვნება.

კურსის დაწყებამდე დიდხანს ვიკვლევდი სხვადასხვა შეთავაზებას, ვადარებდი როგორც ინდივიდუალურ გაკვეთილებს, ასევე ჯგუფურ კურსებს. საბოლოოდ Smart Fish აკადემიაზე შევაჩერე არჩევანი, რადგან მიზნად მაქვს დიზაინის სფეროში მაქსიმალური ჩართულობა და სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება. 

ეს შეგრძნება აკადემიის ყველა გუნდის წევრთან ერთხელ კომუნიკაციითაც იგრძნობა — „შენ შეძლებ“. მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა არის ის, რაც ცოდნასთან ერთად მივიღე სწავლის ამ პერიოდის განმავლობაში.

ყველაზე დიდ უპირატესობად აუცილებლად გამოვყოფ თათას. მისი უნარი — რთული მასალა გასაგებად და საინტერესოდ გადმოსცეს — ჩემთვის უდიდესი პლუსი იყო. სწორედ მისი დახმარებით მივიღეთ ცოდნა, მე და სხვებმა, რომლის გამოყენებასაც ახლა უკვე თამამად და დამოუკიდებლად შევძლებთ.

დღეს უკვე ვგრძნობ, რომ შემიძლია საკუთარი ხედვები პროექტებად ვაქციო. სამომავლოდ მსურს განვვითარდე პროფესიონალად და შევქმნა ისეთი ინტერიერები, რომლებიც ადამიანებს ემოციას, სიმშვიდესა და შთაგონებას მოუტანს.

მინდა მივმართო მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ უჭირს საკუთარი თავის პოვნა: 

თუ ოდესმე გიფიქრიათ ახალი საქმის დაწყებაზე და ეჭვი გქონიათ საკუთარ თავში, მინდა გითხრათ — სწორი გარემო და სწორი ადამიანები ყველაფერს ცვლის. შესაძლოა, ეს ნაბიჯი თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი თავია, თუმცა გამოცდილება, რასაც ამ გზაზე მიიღებთ, არასდროს არის ფუჭად დაკარგული.

ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეnino-sarjveladze-7.webpnino-sarjveladze-8.webpინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძე

ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეnino-sarjveladze-28.webpინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძეინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - ნინო სარჯველაძე