
სალომე ჯაფარიძე - ფინალური პროექტი ინტერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
გამარჯობა, მე სალომკა ვარ. თავიდან ვსწავლობდი კომუნიკაციის დიზაინზე, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ მივხვდი, რომ ინტერიერის დიზაინი ჩემთვის უფრო საინტერტესო სფერო იყო.
მუდბორდები
სწავლა განვაგრძე და დავამთავრე არქიტექტურა. ვფიქრობ, არქიტექტურის შესწავლა საკმაოდ მომგებიანი საყრდენია ინტერიერის დიზაინერისათვის.
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად გავიარე ერთ-ერთი კურსი ინტერიერისა და სამგანზომილებიანი მოდელირების მიმართულებით, თუმცა ვფიქრობ ეს პროფესია მუდმივად ვითარდება და არასდროს არის ზედმეტი დამატებითი ცოდნის მიღება.
გეგმა
Როგორც უკვე ვახსენე, აქამდეც გავიარე ინტერიერის ონლაინ კურსი. ამის მიუხედავად, მაინც არ მქონდა საკმარისი თავდაჯერებულობა და მიჭირდა ამ პროფესიაში დამკვიდრება. მას შემდეგ, რაც Smart Fish აკადემიის წარმომადგენელს, ედოს გავესაუბრე, მან დეტალურად გამაცნო ინფორმაცია კურსის შესახებ და დავრწმუნდი, რომ ეს მშვენიერი შანსი იქნებოდა ჩემი უნარების დახვეწისა და ცოდნის გამყარებისთვის.
Ბოლო პერიოდში დავრწმუნდი, რომ არასდროს უნდა დაელოდო როდის მოვა მუზა თუ ინსპირაცია. შემოქმედებითი აზროვნების გასაძლიერებლად საუკეთესო ხერხი მუდმივი შრომაა.
ამასთან, მოტივაციას მმატებს დადებითი შეფასებები და გამოხმაურება, როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად ვეცადე ნაყოფიერი და საინტერესო პროექტი გამომსვლოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კურსმა შემძინა, არის თვითორგანიზების უნარი. მანამდე მიჭირდა გამეანალიზებინა, თუ საიდან უნდა დამეწყო პროექტზე მუშაობა, რაც ძალიან მაბნევდა. კურსის გავლის შემდეგ, ფინალური პროექტი პირდაპირ პორტფოლიოსთვის გამზადებული ნამუშევარი გამოვიდა, რამაც მომცა მიმართულება და თვითრწმენა.
რენდერები

Ძალიან მომეწონა ლექციებისა და დავალებების თანმიმდევრობა, ნაბიჯ-ნაბიჯ ფინალური პროექტისათვის მზადების პროცესი.
დავალებებშიც, ისევე როგორც ფინალურ პროექტში ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ საერთო ბრიფის მიუხედავად, არცერთ სტუდენტს არ გვეზღუდებოდა ინდივიდუალური ხედვების გადმოცემა.
გამიხარდა, რომ ბრიფის თემა წინასწარ გამოვიცანი, როდესაც ლექტორმა ბინის გეგმა პირველად გვაჩვენა. სამუშაოზე ფიქრი წინსწრებით დავიწყე და შემოქმედებით აზროვნებასაც მეტი დრო დავუთმე.
ინტერიერის დიზაინზე მუშაობა საინტერესოა სწორედ იმიტომ, რომ ის საჭიროა ყველგან.
სამომავლოდ მაქვს სურვილი მრავალფეროვან პროექტებში მივიღო მონაწილეობა. Შევქმნა დიზაინი როგორც საცხოვრებელი, ასევე საჯარო დაწესებულებებისათვის..
ვფიქრობ, თვითგანვითარებისთვის დიდი გამოწვევაა უჩვეულო ან იშვიათი ტიპის პროექტებზე მუშაობაც. Ბოლო დროს განსაკუთრებით დავინტერესდი კონკრეტულად სავაჭრო ობიექტების ინტერიერზე, ექსტერიერსა და ვიტრინების დიზაინზე დაკვირვებით.
Smart Fish აკადემიის ინტერიერის კურსი დამეხმარა, ტექნიკური უნარებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში, ასევე ადგილობრივი სპეციფიკის აღქმასა და კრიტიკული აზროვნების გავითარებაში.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლექტორს, თათა მარუაშვილს, რომელმაც საკმაოდ მცირე დროში მაქსიმალურად დიდი ცოდნის მარაგი დამაგროვებინა.
ვიცი, ამ პროფესიაში გზის გაკვლევას აუცილებლად მოვახერხებ, რაც კურსის მსვლელობისას მიღებული პრაქტიკული და თეორიული ცოდნის დამსახურებაა.