თამარ თეთრუაშვილი

თამარ თეთრუაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსზე

23.03.2024

გრაფიკული დიზაინის კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.


მე ვარ თამარი, 22 წლის.  წელს დავასრულე ბიზნეს ადმინისტირირების ფაკულტეტი.  დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა გრაფიკული დიზაინის შესაწავლა, მაგრამ ამისთვის დროის საჭირო რესურს ვერ ვპოულობდი, როგორც კი გამომიჩნდა დრო მაშინვე კურსზე დავრეგისტრირდი.

სოციალურ ქსელებში თვალს ვადევნებდი აკადემიის კურსადმთავრებულების ნამუშევრებს და ისინი ძალიან მომწონდა, მინდოდა მეც შემძლებოდა მსგავსი დახვეწილი ვიზუალების შექმნა ამიტომ არჩევანზე ბევრი არ მიფიქრია.

tamar-tetruashvili-01.jpg

ინსპირაციის მისაღებად პირველ რიგში ალბათ ის ემოცია მჭირდება, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში ვგრძნობ, შემდეგ უკვე ბუნება და გარემო რომელშიც ვიმყოფები, რადგან გარშემო უამრავი ფერთა კომბინაცია თუ ფორმებია საიდანაც შეიძლება ძალიან კარგი ინსპირაციის მიღება. 
 

tamar-tetruashvili-02.jpg

გავლილმა კურსმა თეორილ ცოდნასთან ერთად მომცა ის პრაქტიკული უნარჩვევები რაც აუცილებელია იმისთვის, რომ კარგი გრაფიკოს დიზაინერი გახდე.

მრავალფეროვანმა და ერთმანეთისგან განსხვავებულმა დავალებებმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი სხვადასხვანაირად გამომეცადა და მეპოვა ის მიმათულება, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს.

tamar-tetruashvili-03.jpg

ჩემი ფინალური პროქტის თემა იყო ჰაიკუები. პოეზიის იაპონური მიმართულება, რომლის შესახებაც მანამდე არაფერი ვიცოდი. პირველ რიგში ამ მიმართულების შესწავლა და სხვადასხვა ავტორების მოძიება დავიწყე. 

როდესაც მივხვდი თუ რასთან მქონდა საქმე, შემდეგ მუდბორდი შევქმენი, შევარჩიე ჩემთვის საინტერესო 5 ჰაიკუ და მათი ვიზუალის შექმნა დავიწყე ჩემი ხედვით.

საერთო ჯამში ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო იმის მიუხედავად, რომ საქმე "ფინალურ პროექტს" ეხებოდა.

tamar-tetruashvili-04.jpg

კურსის განმავლობაში ძალიან მომწონდა პოსტერების აწყობა და ასევე იმის მიუხედავად, რომ ხატვა არ გამომდის მივხვდი, ილუსტრატორში შეუძლებელი არაფერია, ამიტომ მინდა ამ მიმარულებით უფრო დავიხვეწო და საკუთარი თავი განვავითარო.

tamar-tetruashvili-05.jpg

ვფიქრობ კურსის ძლიერი მხარე ჩვენი ლექტორია, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია და ზუსტად იცის რასაც აკეთებს.

კურსის განმავლობაში უფრო კარგად გავიცანი ჩემი თავი და ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე.

tamar-tetruashvili-07.jpg
tamar-tetruashvili-06.jpg

თამარის პორტფოლიო Behance - ზე