
თეკლა ლომიძე - ფინალური პროექტი ინტერიერის დიზაინში
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
გამარჯობა, მე ვარ თეკლა, მეორე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე. კვალიფიკაციის ამაღლება გადავწყვიტე იმიტომ, რომ მსურდა ჩემი პროფესიული ცოდნის გაღრმავება და ახალი უნარების ათვისება.
SMART FISH აკადემია ვიპოვე ერთ-ერთი ინტერიერის დიზაინერის რჩევით და რომ გადავავლე თვალი გვერდს, ყველაზე ხელსაყრელი და მისაღები პირობები აღმოჩნდა ჩემთვის. ასევე ერთ-ერთი ფაქტორი რატომაც ეს აკადემია ავირჩიე იყო ლექტორის (თათა მარუაშვილის) დიზაინები, რომელიც ყველაზე მეტად ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში.
Ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყაროა,ინსპირაცია სხვადასხვა ფილმებიდან, მუსიკა, ასევე სხვადასხვა არქიტექტორისა თუ მხატვრის ნამუშევრები.
გავლილმა კურსმა დამარწმუნა, რომ მცირე დროში ნებისმიერი რამის სწავლაა შესაძლებელია, როცა გაქვს მონდომება, კარგი გარემო და გყავს ლექტორი, რომელსაც აქვს უნარი კომფორტულად გაგრძნობინოს თავი და დაუზარებლად აგიხსნას ყველა დეტალი.
Სამუშაო პროცესი იყო საოცრად კომფორტული და საინტერესო, მასალა იყო საკმაოდ ბევრი, რაც თავიდან რთულად მეჩვენებოდა, თუმცა პროცესში ვხვდევბოდი, რომ სულაც არ იყო რთული და ამაში ხელს მიწყობდნენ უსაყვარლესი ჯგუფელები და ლექტორი.
ამ კურსის ძლიერი მხარეა სწორად და ზუსტად გაწერილი სასწავლო პროგრამა, რადგან ყველა ლექციაზე ვსწავლობდით ახალ-ახალ რაღაცებს და დრო ტყუილად არ დაგვიკარგავს.
Მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ამ კურსის შემქმნელებს, რადგან ყველას შუძლია დაეუფლოს ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებსა და თემებს, რაც ამ 2 თვის განმავლობაში ისწავლება. ჩემს პროფესიულ განვითარებაში Smart Fish აკადემია ყოველთვის დიდ და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
