ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაური

თეონა აფციაური - პორტფოლიო ინტერიერის დიზაინში

25.09.2025

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

მე ვარ 21 წლის სტუდენტი, ვსწავლობ ეკონომიკას და პარალელურად ვმუშაობ სოცმედია მენეჯერად. ვცდილობ მუდმივად განვვითარდე, მიყვარს ახალი გამოცდილებების დაგროვება და ის შეგრძნება, როცა ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, შედეგი იყოს საინტერესო და ხარისხიანი.

ინტერიერის დიზაინი დიდი ხანია მიზიდავს, ამიტომ ერთხელ უკვე ვცადე კურსის გავლა სხვაგან, მაგრამ იქ მიღებული გამოცდილება სრულყოფილი არ აღმოჩნდა. ამიტომ გავაგრძელე მოძიება და მივედი Smart Fish აკადემიამდე, სადაც რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით გადავწყვიტე სწავლის დაწყება.

ჩემთვის შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო არის ადამიანი — მისი ისტორია, ემოციები და უნიკალური გამოცდილება. ადამიანის ხასიათი, ჩვევები და ყოველდღიურობა მაძლევს შთაგონებას, როგორ შევქმნა სივრცე, რომელიც ჰარმონიასა და სითბოს გამოხატავს. ჰარმონია ჩემთვის არა მხოლოდ ვიზუალური სიამოვნებაა, არამედ ენერგიის წყაროც, რომელიც ჩემს შემოქმედებით იდეებს აცოცხლებს და სივრცეს სიცოცხლეს მატებს.

მნიშვნელოვანია, რომ დიზაინი მხოლოდ ვიზუალურად ლამაზი კი არა, ემოციურადაც ახლობელი იყოს. როგორც მე ვამბობ: „ჩემი გულიდან თქვენს სახლამდე“ — ეს გზავნილი ნიშნავს, რომ ჩემი იდეები და შემოქმედება პირდაპირ იმ სივრცეში გადადის, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და ბედნიერებას ქმნიან.

გავლილმა კურსმა მომცა პრაქტიკული უნარები, როგორ შევქმნა ჰარმონიული და ეფექტური სივრცე, როგორ გავაერთიანო ფერები, ფორმები და დეტალები. 

სხვას ვურჩევდი დიზაინის კურსის გავლას, რადგან ეს არა მხოლოდ ცოდნაა, არამედ შთაგონება და შესაძლებლობა, აქციო საკუთარი შემოქმედება რეალობად. 

კურსი გეხმარება დაინახო სილამაზე ყოველდღიურ გარემოში და ისწავლო, როგორ გამოიყენო ეს სილამაზე საკუთარი პროექტებისა და სივრცეების შესაქმნელად.

ფინალური პროექტი ჩემთვის იყო მოგზაურობა ოცნებიდან რეალობამდე. თავდაპირველად განვსაზღვრე, რა ტიპის სივრცეზე ვიმუშავებდი. ავირჩიე ძირითადი სტილი და moodboard-ები შევქმენი. შევისწავლე მოცემული სივრცე, მისი ზომები, განათება და ფუნქციური საჭიროებები. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. პარალელურად შევარჩიე ფერთა პალიტრა და მასალები, რომლებიც არჩეულ კონცეფციას გადმოსცემდა. საბოლოო შედეგის საჩვენებლად შევქმენი რენდერები, სადაც ნათლად გამოჩნდა, როგორ გარდაიქმნებოდა სივრცე. საბოლოოდ, პროექტი დავასრულე პრეზენტაციით, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ტექნიკური ნახაზები, ასევე დასრულებული ინტერიერის ვიზუალიზაცია.

სამომავლოდ განსაკუთრებით მსურს ისეთ პროექტებზე მუშაობა, როგორიცაა: კაფეების ინტერიერები, რადგან იქ ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია — ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია სითბო და სიმყუდროვე იგრძნოს. ასევე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბინის დიზაინზე მუშაობდა, რადგან თითოეულ ბინას თავისი უნიკალური ისტორია და ხასიათი აქვს.

ამ კურსის ერთ-ერთი ძლიერი მხარე იყო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დაბალანსებული შერწყმა.

კურსმა მასწავლა სივრცის სწორად ანალიზი, გეგმარება, ფერებისა და მასალების შერჩევა, ასევე პროგრამებთან მუშაობა, რაც პროფესიული საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

ყველაზე მთავარი უნარი, რაც შევიძინე, არის სივრცის დაგეგმვისა და ესთეტიკის ფუნქციურობასთან დაკავშირება — როგორ შევქმნა გარემო, რომელიც ერთდროულად ლამაზიც არის და პრაქტიკულიც.

ასევე მინდა გამოვყო ის ადამიანები, ვინც ამ კურსების უკან არიან — ეს ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება იყო. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე მათი იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.

ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაურიინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული - თეონა აფციაური