სტუდენტების ნამუშევრების ქავერი (ინტ.დიზაინი)

თინა ჯანელიძე - ინტერიერის დიზაინის კურსზე

20.08.2023

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

- თიკო, მოგვიყევი შენ შესახებ
გამარჯობა, მე ვარ თიკო ჯანელიძე, პროფესიით იურისტი, ვმუშაობ თიბისი ბანკში, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა ხელოვნება და მასთან დაკავშირებული პროფესიები.

Tina-Janelidze-00.jpg

Tina-Janelidze-02.jpgTina-Janelidze-01.jpg

- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა? 
Როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ინტერიერის დიზაინით, თუმცა ჩემი აკადემიური მოღვაწეობა სულ სხვა მიმართულებით განვითარდა, შესაბამისად ჩემი და დიზაინის გზებიც არ გადაიკვეთა, მაგრამ თითქოს ყოველთვის ოცნებად მქონდა რომ ამ სფეროში გამომეცადა ჩემი თავი და სმარტ ფიშის წყალობით ეს ოცნებაც ავიხდინე. 

Ბევრი ვიფიქრე, თუ სად უნდა გამევლო კურსები და საბოლოოდ არჩევანი სმარტ ფიშზე შევაჩერე და ვფიქრობ, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.

თინა ჯანელიძეთინა ჯანელიძეთინა ჯანელიძე

- საიდან იღებ ინსპირაციას? Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ვფიქრობ, ინსპირაციის მისაღებად არ არის საჭირო რაიმე განსხვავებული გარემოება, არამედ ყოველდრიურობიდანაც თავისუფლად შეიძლება მიიღო შთაგონება, თუმცა გამოვყოფდი მოგზაურობებს და სხვადასხვა ქალაქში ნანახ არქიტექტურულ ნიმუშებს

- რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? 
ცხადია, კურსმა ძალიან ბევრი პრაქტიკული თუ თეორიული ცოდნა მომცა ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, იქნება ეს პროგრამების სრულფასოვნად შესწავლა, თუ ამ დარგის სპეციალისტების შემოქმედების გაცნობა, თუმცა ამას გარდა მინდა აღვნიშნო ლექტორის საოცრად თბილი, ყურადღებიანი და პროფესიონალიზმით აღსავსე დამოკიდებულება სტუდენტებისა და საქმის მიმართ, რომელმაც კიდევ უფრო შეგვაყვარა ეს საქმე. 

Სწორედ ამიტომ, ვფიქრობ ყველა, ვინც დაინტერესებულია ინტერიერის დიზაინით, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს და გამოიყენოს ეს შანსი.

- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს მიმართულება?
Რაც შეეხება ფინალურ პროექტს, ყველაფერი დავიწყეთ ნოლიდან და საბოლოო შედეგემდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით კურსის დასრულებამდე.

თინა ჯანელიძეთინა ჯანელიძეთინა ჯანელიძე

Საოცარი შეგრძნებაა, როდესაც თავად ხედავ პროგრესს შენს თავში და აკეთებ იმას, რაც დასაწყისში შეუძლებლად გეჩვენებოდა. ლექტორმა პირველივე ლექციიდან გაგვაცნო ჩვენი გეგმები  და მეც ერთგვარი მონახაზი მქონდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საბოლოო პროექტი და მაქსიმალურად ვეცადე გამეთვალისწინებინა დამკვეთის მოთხოვნები, ამავე დროს კი არ დამეკარგა ჩემი ინდივიდუალიზმიც

- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
Ჩემთვის ინტერიერის დიზაინი იმდენად საინტერესოა და ამ საქმის კეთება იმხელა სიამოვნებას მანიჭებს, რომ დაუფიქრებლად ვიმუშვებდი როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე სხვადასხვა დაწესებულების პროექტებზე

- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
ამ კურსის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პლუსი არის პრაქტიკული სამუშოების თანმიმდევრულობა და ყოველ ლექციაზე ახალი ცოდნის მიღება, რაც ჩემთვის, როგორც დამწყები ინტერიერის დიზაინერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.