სტუდენტების ნამუშევრების ქავერი (ინტ.დიზაინი)

ანი ფუტკარაძე - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული

10.01.2023

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

– ანი მოგვიყევი შენ შესახებ?

მე ვარ ანი ფუტკარაძე, 24 წლის, ვცხოვრობ ქალაქ ქუთაისში. დავამთავრე “გარემოს დაცვის ინჟინერიისა და გამოყენებითი ეკოლოგიის” საბაკალავრო პროგრამა და სწავლა გავაგრძელე ლიეტუვაში.

ჩემი სპეციალობის გარდა მაქვს უამრავი ჰობი, მიყვარს ხატვა, განსაკუთრებით პორტრეტების, ვუსმენ თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას და ვცდილობ ვიცხოვრო ჯანსაღი ცხოვრების წესით.

 

ინტერიერის დიზაინის გეგმა

– რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?

სურვილი მქონდა მესწავლა რაღაც ახალი, არჩევანი კი ინტერიერის დიზაინზე შევაჩერე. Smart fish – აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები რომ ვნახე, მივხვდი, რომ ეს აკადემია გვაძლევს დიდ ცოდნას საკმაოდ მცირე დროში.

 

მუდბორდი ინტერიერის დიზაინი

– საიდან იღებ ინსპირაციას? რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?

ვცდილობ ყველაფრიდან გამოსავალი მარტივად ვიპოვო, წარმოვიდგენ, რომ ცხოვრება არის გეომეტრიული ამოცანა, რომელსაც აქვს ერთი პასუხი, თუმცა უამრავი ამოხსნის მეთოდი.

ამ ლოგიკით ვქმნი დიზაინს, რომელიც იქნება პრაქტიკული და ადვილად აღსაქმელი, მაგალითად, როდესაც ვმუშაობ ბინის დიზაინზე, ვცდილობ, რომ მორგებული იყოს ადამიანის ყოველდღიურობას და არ ჰგავდეს სხვა ტიპის პროექტებს.

 

რენდერი ინტერიერის დიზაინი

რენდერი ინტერიერის დიზაინი

– რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?

ამ ეტაპზე, პატარ-პატარა პროექტებზე ვმუშაობ, თუმცა ვისურვებდი რომ სამომავლოდ ისეთ მასშტაბურ პროექტებში მივიღო მონაწილეობა, როგორიცაა ლაბორატორიის, საავადმყოფოს ან სასტუმროს ინტერიერის დიზაინის შექმნა.

 

რენდერი ინტერიერის დიზაინი

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და ურჩევდი თუ არა სხვას დიზაინის კურსების გავლას?

გავლილმა კურსმა მასწავლა, თუ როგორ გამოვიყენო ჩემი უნარები და წარმოსახვა სწორად.
თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის საშუალებით, ახლა უკვე შემიძლია ჩემი იდეები სრულყოფილად ვაქციო.
მას, ვისაც აქვს სურვილი იყოს ამ სფეროში წარმატებული, აუცილებლად ვურჩევ ინტერიერის დიზაინის კურსის გავლას.

 

ანი ფუტკარაძე

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარები შეგძინა კურსმა?

კურსი მაშინ არის ძლიერი, როდესაც ყველა კმაყოფილია მიღებული შედეგით.
პროფესიონალმა ლექტორმა და თავდაუზოგავმა შრომამ, ორ თვეში მოგვცა ისეთი შესაძლებლობები, რომლის მისაღწევად შესაძლოა ვინმეს ეფიქრა, რომ ეს დრო საკმარისი არ იქნებოდა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი ლექციებზე დასწრებით.