გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის - ანო ნეფარიძის ნამუშევრები

გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის - ანო ნეფარიძის ნამუშევრები

12.07.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

– ანო, მოგვიყევი შენ შესახებ?

მე ვარ ანო, 22 წლის, გატაცებული ვიზუალური ხელოვნებით. გრაფიკულ დიზაინთან ერთად მიზიდავს ხატვა, ილუსტრაცია, ფოტოგრაფია, ვიდეოგრაფია. საკმაოდ მიყვარს წერაც, რაც, ჯერ-ჯერობით, ძირითადად ღამის 2 საათზე ტელეფონის notes app-ში ჩანაწერების კეთებით შემოიფარგლება.

ვარ ფრილენს ილუსტრატორი/გრაფიკული დიზაინერი, ასევე ვმუშაობ გრაფიკულ დიზაინერად ონლიან გამოცემაში AT.ge და მარკეტინგის და სოც.მედია მიმართულებით – ფუნდუკში.

 

 

ანო ნეფარიძე

ანო ნეფარიძე

ანო ნეფარიძე

– რის კეთება გსურს კურსის დასრულების შემდეგ?

მთავარი სურვილი და მოტივაცია შემოქმდებით აქტივობებს უკავშირდება, მინდა ამ სფეროში მივაღწიო ჩემთვის სასურველ შედეგებს, ვაკეთო ხარისხიანი ილუსტრაციები და დიზაინები, რომლებიც ბევრისთვის იქნება ინსპირაციის წყარო, ან, უბრალოდ, ვიზუალურად სასიამოვნოდ აღსაქმელი.

– რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?

ყოველდღიური ცხოვრება. მეგობრები. სხვა ადამიანები. ფერები, ფორმები და პატერნები. ფრაზები, რომელსაც ხალხი ამბობს. სხვა არტისტების ნამუშევრები.

 

ანო ნეფარიძე

ანო ნეფარიძე

ანო ნეფარიძე

– რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?

მთავარი რჩევა ალბათ ის არის, რომ ყოველ დღე იმუშავონ საკუთარ თავზე. თუნდაც საერთოდ არ მოსწონდეთ შედეგი, მაინც გააკეთონ, Practice makes perfect. შეინარჩუნონ კონსისტენტურობა. თუ პროცესი მათთვის სასიამოვნო არ არის, ან ეს საქმე არ უყვართ, ნუ დახარჯავენ ძვირფას ენერგიას. ყველაზე ლამაზი დიზაინები სიამოვნებით გაკეთებულია.

ანო ნეფარიძე

ანო ნეფარიძე

ანო ნეფარიძე

ანო ნეფარიძე

– Რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? 

კურსი გრაფიკულ დიზაინში გამოყენებად ყველა ძირითად ხელსაწყოსა თუ ხერხს მოიცავს. ინსპირაციას კი მრავალფეროვანი და საინტერესო დავალებები გივითარებს. დავალებების რაოდენობა მცირე არ არის, რაც მუშაობისა და ვარჯიშის საშუალებას გაძლევს, ამით კიდევ უფრო იხვეწები. მნიშვნელოვანია ლექტორისგან მიღებული უკუკავშირი და გარემო, რომელსაც ლექციების მსვლელობისას ქმნის. კითხვების შემთხვევაში, იღებ ამომწურავ პასუხებს.

ანო ნეფარიძე

ანო ნეფარიძე

ანო ნეფარიძე

ანოს სხვა ნამუშევრების დათვალიერება Instagram-ზეBehance-სა და dribbble-ზე შეგიძლია.