მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
მასტერკლასი გრაფიკულ დიზაინში
- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
დაახლოებით ერთი თვე ვეძებდი აკადემიას, რომელიც ჩემს ზოგად ცოდნას სისტემატიზირებულს გახდიდა. ბევრი ვსქროლე და ბევრს ვკითხე. საბოლოო გადავწყვიტე SMART FISH აკადემიაში კურსის გავლა.
- Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?
აი, მომენტი როდესაც ჩემს ემოციურ ფონს გარემოს თუნდაც პატარა დეტალი ემთხვევა - როგორც წესი, ზუსტად ამ დროს ჩნდება ხოლმე ინსპირაციის წყარო. ამიტომაც კინტრეტული არაფერია, ჩემში ემოცია და იდეა შეიძლება დააგენერიროს ხემ, ადამიანმა, ფილმა, მუსიკამ, ჩრდილმა, მზის სხივებმა - საერთოდ ყველაფერმა
- რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
კურსმა ობიექტურად შემაფასებინა სფერო და გარემო, რომელშიც დიდხანს ვაპირებ ყოფნას. მომაწოდა ცოდნა, რომლითაც შევძლებ ჩემი იდეების, ფიქრების რეალიზებას. ქაოსი სისტემატიზირებული გახადა და რაც მთავარია ლექტორი იმდენად დიდ პოზიტიურ ენერგიას აზიარებს, რომ შეუძლებელია სიამოვნება არ მიიღო სწავლის პროცესით.
- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
ყველა ლექციაზე იმის განცდა მქონდა, რომ იშვიათია გარემო, სადაც ამდენად ორგანიზირებულად მიმდინარეობს პროცესი. თითოეული ეტაპი ზუსტად არის განსაზღვრული. სწორ დროს სწორ ინფორმაციას იღებ, რაც ძალიან ამარტივებს და კომფორტულს ხდის სწავლის პროცესს.