ბლოგის ქავერი

ლიკა ხაინდრავა - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული

21.09.2022

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე 

– ლიკა, მოგვიყევი შენ შესახებ? 

პროფესიით მარკეტინგის მენეჯერი ვარ, თუმცა დიზაინი და კერძოდ ინტერიერის დიზაინი ყოველთვის მომწონდა უბრალოდ დრო ვერ გამოვნახო რომ გავრკვეულიყავი.  

ლიკა ხაინდრავა ლიკა ხაინდრავა

– როგორ მოხვდი TR GALLERY-ში, რა პროცესებს გადიხარ ახლა? 

ძალიან მნიშვნელოვანია როცა კურსი გთავაზობს სტაჟირების პროგრამას, ჩემთვის ამ ფაქტორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა კურსის არჩევისას. სტუდენტს პირველ ნაბიჯებს უკვალავს და უდიდეს პრაქტიკას აძლევს. სოაცარ კომპანიაში მოვხვდი სტაჟირებაზე. პროფესიონალთა მეგობრული გუნდია, სადაც დიდ ცოდნას და გამოცდილებას დააგროვებს ყველა. 

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა? 

ცხოვრების რაღაც ეტაპზე, პანდემიის შემდეგ, როგორც კი დრო გამომიჩნდა გადავწყვიტე რომელიმე კურსი გამევლო და უბრალოდ მივმხვდარიყავი რამდენად მომეწონებოდა და ავუღებდი ალღოს ამ სფეროს. ავარჩიე Smart Fish აკადემია რადგან იმ პერიოდში იწყებოდა ინტერიერის დიზაინის კურსი და ალბათ ეს იყო ცხოვრებაში ერთ-ერთი ყელაზე სწორი გადაწყვეტილება.  

ლიკა ხაინდრავა

ლიკა ხაინდრავა

– საიდან იღებ ინსპირაციას? Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო? 

ინსპირაცია და ყველაზე დიდი მოტივაციაა ამ სფეროს სილამაზე, რამდენად ძლიერი შეგიძლია იყო ამ საქმეში და თავიდან ბოლომდე შენ იყო შენი პროდუქტის შემოქმედი. საოცარი შეგრძნებაა.  

ლიკა ხაინდრავა

ლიკა ხაინდრავა

 – რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას? 

ძალიან ყურადღებიანი და პროფესიონალი ლექტორი დროს და ენერგიას არ იშურებდა სტუდენტებისთვის, ლექციებზე დასწრება არასდროს გვეზარებოდა, რადგან ცოდნასთან ერთად დიდი პოზიტივით ვივსებოდით. ამიტომ ყველას ვისაც ჩემსავით განუხორციელებელ საქმედ გაქვთ ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა  გაიარეთ Smart Fish-ში. უდიდესი მნიშვნელობა აქვს პირველ ნაბიჯებს ამიტომ მე გამიმართლა რომ არჩევანი ამ აკადემიაზე შევაჩერე, სწორად ორგანიზებული, სტუდენტებზე მორგებული კურსი და საოცარი ლექტორი.