ლიკა კურტანიძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

BLACK FRIDAY 30%-იანი ფასდაკლება

ლიკა კურტანიძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

18 ოქტომბერი, 2022 წელი

ლიკა კურტანიძე

ფონტის ზომა

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

- ლიკა, მოგვიყევი შენ შესახებ?
გამარჯობა! მე ვარ ლიკა კურტანიძე, ამჟამად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, თუმცა ყოველთვის მაინტერესებდა გრაფიკული დიზაინი. ამიტომ გრაფიკული დიზაინის კურსი გავიარე Smart Fish აკადემიაში და ჩემი ჰობი გადავაქციე პროფესიად.

 

ლიკა კურტანიძე


- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
ბევრი ინფორმაცია მოვიძიე კურსების შესახებ, მინდოდა სწორი არჩევანი გამეკეთებინა. როდესაც დავესწარი Smart Fish აკადემიის მასტერკლასს, დავრწმუნდი რომ სწორ ადგილას მოვხვდი, ლექტორი კი დამეხმარებოდა ჩემი უნარების გაუმჯობესებაში.

- Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ხელოვნებისადმი დიდი სიყვარული, სხვადასხვა არტისტის ნამუშევრების თვალიერება და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ემოციები.

ლიკა კურტანიძე


- რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
კურსი არის კარგად ორგანიზებული. ლექტორი ამომწურავად ხსნიდა თითოეულ საკითხს და მზად იყო ყველა კითხვაზე ეპასუხა. ჩვენს დავალებებს დეტალურად განიხილავდა, გვაძლევდა მოტივაციას და რჩევებს.

 

ლიკა კურტანიძე


- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს თემა?
ჩემი ფინალური პროექტი მოიცავდა საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში, რომელიც ერთ-ერთი აქტუალური თემაა დღეს. პროექტზე მუშაობა იყო ძალიან საინტერესო და ასევე სენსიტიურიც. მუშაობის დაწყებამდე უამრავი იდეა მქონდა, საბოლოოდ არჩევანი გავაკეთე კოლაჟურ სერიაზე.

 

ლიკა კურტანიძე


ლიკა კურტანიძე


ლიკა კურტანიძე


- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
სიამოვნებით ვიმუშავებდი ილუსტრაციებზე და აუცილებლად გავაგრძელებ კოლაჟური სერიების შექმნას.

- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსი დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით და ბევრ საინტერესო ინფორმაციას განვიხილავდით.

ლექციიდან მიღებული ცოდნა მიადვილებდა შემექმნა რთული მანიპულაციები. თავიდან მეშინოდა ჩემი ნამუშევრების საჯაროდ წარდგენის, თუმცა ლექტორის დამოკიდებულებამ ყველა ეს შიში გადაფარა.

ლიკას პორტფოლიოს ნახვა შეგიძლია აქ 

 
გააზიარე

კურსდამთავრებულების ნამუშევრები

სხვა ნამუშევრები