ლიტა ჯუღელი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

ლიტა ჯუღელი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

13.07.2022

კურსის გასაცნობად დეტალურ ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე.

– ლიტა, მოგვიყევი შენ შესახებ?
Მე ვარ ლიტა, 29 წლის მხატვარი და მომავალი გრაფიკოს დიზაინერი.

ლიტა ჯუღელი

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
ძალიან მომხიბლა ლექტორისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრებმა. ყოველთვის მინდოდა სწორედ ისეთი ადამიანებისგან მესწავლა, ვინც უდიდეს შთაგონებას მაძლევდა, Smart Fish აკადემიამ კი ამის შეუდარებელი შანსი მომცა ჩემი იდეების განხორციელებისთვის.

ლიტა ჯუღელი

– Რა არის შენი ინსპირაციის მთავარი წყარო?
Ჩემი ინსპირაციის მთავარი წყაროა სიურეალისტური მხატვრობა, მხატვრების შემოქმედება და მათი ხედვები სამყაროზე. ყველაფერი ის რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება მაძლევს ახალი ნამუშევრის შექმნის საშუალებას.

ლიტა ჯუღელი

– Რა რჩევას მისცემდი დამწყებ გრაფიკოს დიზაინერებს?
მთავარი რჩევა ის იქნება, რომ ატარონ ექსპერიმენტები და იყვნენ მუდმივად ახლის ძიებაში. გაითვალისწინონ ლექტორის რჩევები, გაითვალისწინონ ყველა დეტალი. ძალ-ღონე არ დაიშურონ საკუთარი სტილის საპოვნელად.

– რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
გავლილმა კურსმა მასწავლა როგორ ვაქციო რეალობად საკუთარი იდეები ისე, რომ შედეგი ჩანაფიქრზე გაცილებით უკეთესი გამოვიდეს. იდეების, რომელთა გადმოტანაც სულ მსურდა ციფრულად და ეს ყველაფერი შესაძლებელია Smart Fish აკადემიის დახმარებით. ეს არის კურსი რომელიც მოგცემს მოკლე დროში ბევრ შესაძლებლობას განვითარებისთვის.

ლიტა ჯუღელი

– Რის კეთებას აპირებ სამომავლოდ?
დიდი იმედი მაქვს რომ ჩემს უნარებს უფრო და უფრო დავხვეწ და შევქმნი ისეთ ორიგინალურ გრაფიკულ ნამუშევრებს, რომლებიც აქამდე არავის შეუქმნია. 

– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა? 
კურსს ბევრი ძლიერი მხარე აქვს, განსაკუთრებით გამოვარჩევდი აკადემიის გუნდის მხარდაჭერასა და მზადყოფნას დახმარება გაგიწიოს სწავლის დასრულების შემდეგაც