ნათია რუხაძე - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
– ნათია, მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ ნათია რუხაძე, პროფესიით ინტერიერის დიზაინერი. დავამთავრე ინტერიერის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა მილანში, კერძოდ უნივერსიტეტ IED-ში (Istituto Europeo Di Design). ამჟამად ვმუშაობ როგორც Freelancer დიზაინერი.
– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?
ზოგადად ვარ ადამიანი რომელიც მუდამ მიისწრაფის სიახლეებისკენ. მიყვარს ამ სფეროს ირგვლივ ახლ-ახალი გამოცდილების და ცოდნის მიღება. გავლილი მაქვს არაერთი ქართული თუ უცხოური კურსი ამ სფეროში. Smart fish აკადემია ერთ-ერთი იმ გამოცდილებათაგანია, რომელმაც მუშაობის და სწავლის პროცესში ძალიან დიდი ცოდნა და სიამოვნება მომანიჭა.
– Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო არის ვებგვერდები, ჟურნალები, წიგნები, ადამიანები ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურისა თუ ხელოვნების შესახებ. ყოველდღიურად ვუთმობ გარკვეულ დროს ამ შემეცნებით პროცესს, რაც ძალიან მავსებს ინსპირაციით და მიღვივებს შემოქმედებით აზროვნებას.
– რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
პირველ რიგში გავლილმა კურსმა დამაკავშირა ძალიან კარგ, საინტერესო ადამიანებთან. არ შემიძლია არ გამოვყო კურსის ლექტორი თათა მარუაშვილი, რომელიც შეიძლება ითქვას არა მარტო ლექტორი არამედ ჩემი ინსპირაციის წყაროც იქცა. ყველას ვურჩევ კურსს ვინც ამ სფეროთი დაინტერესებულია, რადგან თათა ძალიან შეაყვარებს მას.
– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, სამუშაო პროცესზე?
ფინალური პროექტი კიდევ ერთი ამ კურსის ძლიერი მხარეა. ვინაიდან ძალიან სწორედ და საინტერესოდ იყო არჩეული. სამი თვის მანძილზე ვმუშაობდით რეალურ პროექტზე და კურსის ბოლოს თითოეულმა ჩვენგანმა ერთი სივრცის სხვადასხვანაირი ვარიანტი წარვადგინეთ. ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო სწავლის პროცესი.
– Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბინებისა თუ საცხოვრებელი სახლების დიზაინზე მუშაობა და იმის წარმოდგენა თუ როგორ უქმნი, უკეთესობისკენ უცვლი და გავლენას ახდენ პატარ-პატარა დეტალებით მისი მფლობელის ყოველდღიურობაზე და ცხოვრების ხარისხზე. თუმცა არც Retail design-ზე ან Hospitality-ზე ვიტყოდი უარს.
– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
ვფიქრობ კურსის ძლიერი მხარე არის ის რომ 3 თვის მანძილზე ერთი სრულყოფილი პროექტის გარდა, რომელიც შენს პორტფოლიოს შექმნის, იძენ ძალიან საინტერესო თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნასაც.
პროექტის სრულად სანახავად გადადი ბმულზე