სტუდენტების ნამუშევრების ქავერი (ინტ.დიზაინი)

სალომე ჩილინგარაშვილი - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული

04.06.2023

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე

– მოგვიყევი შენ შესახებ?
Მე ვარ სალომე ჩილინგარაშვილი, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი. Ბავშვობიდანვე მიყვარდა გარკვეული დეტალების ჩემი გემოვნებით შეცვლა და, შესაბამისად, ეს ყველაფერი გამოიხატება ჩემს ინტრესებსა და პროფესიაში.

– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში ინტერიერის დიზაინის კურსის გავლა?
Როდესაც გავეცანი სხვადასხვა აკადემიის შესახებ ინფორმაციას, მივხვდი, რომ Smart Fish აკადემია იმ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს მთავაზობდა, რაც პროფესიული განვითარებისთვის მჭირდებოდა.

 

სალომე ჩილინგარაშვილისალომე ჩილინგარაშვილი

– Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
Ჩვენს სფეროში უმთავრესია, ინსპირაცია. Სიმშვიდე, სასიამოვნო გარემო, ბუნება, მუსიკა – ეს ის გარემოებებია, რომლებიც შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში მეხმარება.

 

სალომე ჩილინგარაშვილისალომე ჩილინგარაშვილი

– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
გავლილი კურსის საშუალებით გავეცანი ინტერიერის დიზაინის მთავარ პრინციპებს და იმ სამუშაო პროგრამებს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია 21-ე საუკუნეში საკუთარი შემოქმედებაზე მუშაობა. ვფიქრობ, თუ ადამიანი დაინტერესულია ინტერიერის დიზაინით და მასთან დაკავშირებული დეტალებით, აუცილებლად უნდა გაიაროს კურსი, რათა უკეთესად გაიაზროს, თუ რამხელა შესაძლებლობა ექნება, მაშინ, როცა საკუთარი იდეის განხორციელება და დახვეწა დამოუკიდებლად შეეძლება.

 

სალომე ჩილინგარაშვილი

სალომე ჩილინგარაშვილი

– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რა იყო მთავარი ინსპირაცია?
კურსის ფინალური დავალება ჩემი პირველი დამოუკიდებელი პროექტი იყო. ვეცადე შემექმნა სივრცე, რომელიც კომფორტული და სასიამოვნო იქნებოდა დამკვეთისათვის. არ მსურდა, რომ ყოფილიყო მოსაწყენი და ერთფეროვანი, ამ პრობლემის აღმოფხვა კი ფერების სწორად გამოყენებით შევძელი.

 

სალომე ჩილინგარაშვილი

– Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
Სიამოვნებით ვიმუშავებდი სხვადასხვა ტიპის პროექტებზე. ვფიქრობ, თითოეულ პროექტს თავისი მიდგომა სჭირდება, რაც თავის მხრივ დიდი გამოწვევა და თავგადასავალია.

რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის დახმარებით გავიგე  ბევრი ახალი დეტალი დიზაინის ელემენტებსა და პრინციპებზე.

 

სალომე ჩილინგარაშვილი

სალომე ჩილინგარაშვილი

სალომე ჩილინგარაშვილი