
7 ვებგვერდი შთაგონებისთვის
შთაგონების, ინსპირაციისა და მუდბორდის შექმნისთვის უამრავი ვებგვერდი არსებობს, თუმცა ვიზუალური კომუნიკაციების სპეციალისტები გამოყოფენ სამ ძირითად პლატფორმას behance.net, dribbble.com და pinterest.it. ამ სტატიაში კი გიამბობთ სხვა ნაკლებად ცნობილ წყაროებზე, რომლებიც დაგეხმარება კონტენტის შექმნაში.
1. ARE.NA
ვებგვერდის საშუალებით შესაძლებლობა გაქვს, ყოველგვარი მომაბეზრებელი რეკლამისა და რეკომენდაციების გარეშე, შეაგროვო სასურველი კონტენტი და შექმნა კოლექციები.
პლატფორმა დაგეხმარება ცნობილი ფილმებიდან, ანიმეებიდან და სერიალებიდან ფერთა პალიტრის ამოღებაში. Საიტის ანალოგი ინსტაგრამზე – @colorpallette.cinema
3. artsexperiments.withgoogle.com
ალგორითმი დაგეხმარება ფერთა კომბინაციის მეშვეობით შეარჩიო ხელოვნების შესაბამისი ნიმუში.
4. httpster.net
ვებგვერდი საინტერესოა განსაკუთრებით UI დიზაინერებისთვის. მისი საშუალებით შეძლებ თვალი შეავლო სხვადახვა ავტორების მიერ შექმნილ საიტებს.
5. stocksy.com
Stocksy – ზე შეხვდები უამრავ ფოტო და ვიდეო მასალას ინსპირაციისთვის, ასევე შეგეძლება ჰეშთეგების მეშვეობით შეარჩიო შენთვის სასურველი თემატიკა.
6. refsee.com
ვებგვერდი გამოადგება რეჟისორებს, ოპერატორებს, მარკეტერებს, ფოტოგრაფებსა და გრაფიკოს დიზაინერებს. Საიტზე განთავსებულია სხვადასხვა თემატიკის მილიონამდე ვიდეო რეფერენსი ფერთა პალიტრით.
ვებგვერდი დაგეხმარება რეფერენსებისა და მუდბორდების მოძიებაში. Theinspirationprovider შესანიშნავი რესურსია ფოტოგრაფებისა და გრაფიკოს დიზაინერებისთვის, კოლექციები კი შექმნილია Aesthetic სტილში, აქვე შეგიძლია შენ მიერ შერჩეული ფერის შესაბამისი ნამუშევრებისთვის თვალის შევლება.
გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ ინფორმაციასა და რეგისტრაციისთვის გვეწვიე.