ბლოგის ქავერი

კომპოზიციის 10 წესი, რომელსაც დიზაინერები იყენებენ

13.11.2023

თუ დიდი ხანია ფიქრობ გრაფიკული დიზიანის შესწავლას და არ იცი საიდან და როგორ დაიწყო, დარეგისტრირდი  საკონსულტაციო შეხვედრაზე და მიიღე უფასოდ მასტერკლასის ჩანაწერი. 

გრაფიკულ დიზაინში კომპოზიცია ელემენტების იდეალურ თანწყობას ნიშნავს. მარტივად რომ ვთქვათ, ცალკე აღებული რამდენიმე ელემენტი ერთმანეთს შესანიშნავად უნდა ეხამებოდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია ნამუშევარი სრულყოფილი და დასრულებული. 

კომპოზიციის შესაქმნელად კონკრეტული წესებისა და მითითებების დაცვაა საჭირო. ამ ბლოგპოსტში სწორედ რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავთ. მეორე ნაწილს კი შემდეგ ბლოგში შემოგთავაზებთ.

გამოკვეთე ვიზუალის ფოკუსი

ვიზუალური კომუნიკაციისას მნიშვნელოვანია, რომ მთავარი სათქმელი თვალსაჩინო იყოს. რას შეხედავს აუდიტორია პირველად, როცა შენს ვიზუალს აჩვენებ? ფოკუსი იმ ელემენტზე გააკეთე, რომელიც ყველაზე მკაფიოდ გამოხატავს შენს მესიჯს. ამ ეფექტის მიღწევა შეგიძლია ფერების დომინირებით, მასშტაბებით, პროპორციებით, რომელზეც უფრო მეტს ქვემოთ მოგიყვებით.

focus.jpeg.jpgფოკუსიfocus-2.jpeg.jpg

განსაზღვრე ვიზუალური იერარქიის პრინციპები

იერარქიის პრინციპების დაცვა დაგეხმარება, რომ ადამიანებს ისე აჩვენო შენი ვიზუალი, როგორც ჩაფიქრებული გაქვს. შეგიძლია, მნიშვნელოვანი ელემენტიდან ნაკლებად მნიშვნელოვან ელემენტზე ყურადღების გადატანის შენეული გზა მოიფიქრო. ამის მისაღწევად შეგიძლია ვიზუალზე ფონტის, ელემენტების ზომია, ფორმა ან ფერები შეცვალო. 

იერარქია

იერარქია

ყურადღება მიაქციე ბალანსსა და (ა)სიმეტრიას

გრაფიკულ დიზაინში ბალანსს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მასზეა დამოკიდებული კომპოზიციის ელემენტები როგორ განთავსდება ვიზუალზე და რა წონა ექნება კომუნიკაციაში თითოეულ მათგანს. 

გრაფიკულ დიზაინში ბალანსის ორი სახე გვხვდება:

სიმეტრიული ბალანსი: ობიექტები სივრცეში თანაბრადაა განთავსებული, თითოეულ ელემენტს თანაბარი წონა აქვს. ვიზუალი მოწესრიგებული და არაქაოსურია. 

ბალანსი

ასიმეტრიული ბალანსი: ასიმეტრიული კომპოზიციის მიზანი ელემენტებს შორის დისბალანსის შექმნაა. ასიმეტრიის დროს აქცენტი კეთდება კომპოზიციის ერთ მხარეზე ან ელემენტზე.

ბალანსი

აჰყევი რიტმს

რიტმი დიზაინში გულისხმობს ელემენტების გამეორებას ან მონაცვლეობას მოძრაობისა და მდინარების განცდის შესაქმნელად. მისი მიღწევა შესაძლებელია პატერნების, ხაზების, ფორმებისა და ელემენტების განლაგებით. 

რიტმს შეუძლია შეცვალოს კომპოზიციის აქცენტი, აჩვენოს, თუ რომელი ნაწილი იმსახურებს ყველაზე მეტ ყურადღებას.

რიტმირიტმი

გამოიყენე კონტრასტული ფერები

თუ ჩვენს ბლოგპოსტებს თვალს ადევნებ, უკვე იცი, რომ ფერებს გრაფიკულ დიზაინში მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. კომპოზიციის თვალსაზრისითაც ფერებს შორის კონტრასტის შექმნით სხვადასხვა მესიჯის გამოკვეთა შეგიძლია. მთავარია, რომ ფერების ბორბალზე 2 ან 3 კონტრასტული ფერი ამოარჩიო და ერთმანეთთან შეახამო. 

კონტრასტი

არ დაგავიწყდეს, რომ არსებობს თეთრი/ცარიელი სივრცეები

თეთრი სივრცეების ათვისება იდეალური მეთოდია ელემენტების გამოსაკვეთად. მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ ბექგრაუნდი სრულად არ უნდა შეავსო. თეთრი სივრცის მთავარი დატვირთვა ხომ ვიზუალზე ელემენტის წარმოჩენაა?! 

ცარიელი სივრცეებიცარიელი სივრცეები

სწორად ჩაამწკრივე ელემენტები

თუ ვიზუალზე ბევრი ელემენტის მოთავსება გიწევს, ეცადე, რომ ისინი სწორად გადაანაწილო. გახსოვდეს, რომ აუდიტორიამდე მესიჯი უნდა მიიტანო და მესიჯის აღქმას ელემენტების ქაოსური წყობა ძალიან ართულებს. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყო ტექსტებთან. მკითხველს აფრთხობს მსუყე აბზაცები, ამიტომ ვიზუალზე ქოფი და ელემენტები ისე დაალაგე, რომ ადამიანს ამოსუნთქვის საშუალება მისცე. 

ელაინმენთიელაინმენთიელაინ

დაყავი ვიზუალი სამეულებად

თუ ვიზუალს სამ რიგად და სამ სვეტად დაყოფ, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გადაკვეთით ფოკუს წერტილებს იპოვი. ეს დაგეხმარება, რომ ვიზუალზე ელემენტების ცენრტში მოქცევა თავიდან აირიდო და ისინი ჰარმონიულად დაანაწილო. 

მესამედის წესი

როგორც ხედავ, გრაფიკოს დიზაინერობა მარტივი სულაც არაა და ბევრი წესისა და მითითების გათვალისწინება გიწევს. თუმცა როცა საფუძვლებს შეისწავლი, საკუთარ თავზე ბევრს იმუშავებ და დაიხვეწები, შემდეგ რთულია, რამე დაგავიწყდეს. 

თუ გრაფიკული დიზაინით დაინტერესდი, თვალი ჩვენს კურსს გადაავლე.