ბლოგის ქავერი

7 საერთაშორისო კონკურსი გრაფიკოს დიზაინერებისთვის

20.06.2023

თუ გრაფიკოს დიზაინერი ხარ და სხვადასხვა სირთულის ბრიფზე მუშაობა შენთვის სასიამოვნო და საყვარელი პროცესია, მაშინ ეს ბლოგპოსტი შენთვისაა.

საკუთარი უნარ-ჩვევების გამოსაცდელად ან, უბრალოდ, საკუთარი თავის მსოფლიოსთვის გასაცნობად, შეგიძლია საერთაშორისო კონკურსებში მიიღო მონაწილეობა.

ამგვარად უფრო მიეჩვევი კრეატიულ ფიქრს და მუშაობის ტექნიკებსაც კიდევ უფრო მეტად დახვეწავ. ჩვენს ბლოგპოსტში 7 საინტერესო საერთაშორისო კონკურსს მოვუყარეთ თავი და თითოეულ მათგან გაგაცნობთ.

 

3×3 International Illustration Show No.20

კონკურსი დიზაინერებისთვის

3×3 International Illustration Show No.20 ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი და გამოფენაა. შოუს ორგანიზატორია ჟურნალი 3×3, რომელიც ილუსტრაციების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კონკურსი ილუსტრატორებს სთავაზობს, წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა სარედაქციო, სარეკლამო, საგამომცემლო და ინსტიტუციური ილუსტრაცია. საუკეთესო ილუსტრაციებს ინდუსტრიის პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური არჩევს.

The Serpa International Award for Picturebooks

კონკურსი დიზაინში

 

Serpa International Award for Picturebooks მიზნად ისახავს ილუსტრირებული წიგნების პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით ახალი პროექტების წახალისებას. კონკურსზე წარდგენილი ყველა ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური და გამოუქვეყნებელი. უპირატესობა ენიჭება პროექტებს, რომლითაც თანაბრად საინტერესოა როგორც ბავშვისთვის, ასევე უფროსებისთვის. გამარჯვებული დიზაინერი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით. რაც მთავარია, გამომცემლობა Planeta Tangerina იზრუნებს პროექტის თარგმნაზე, გამოცემასა და გაყიდვაზე.

The one show

კონკურსი დიზაინში

The One Show რეკლამის, დიზაინისა და ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გლობალური კონკურსია. მას ყოველწლიურად ატარებს The One Club for Creativity, მსოფლიოში წამყვანი არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისია შემოქმედებითი საზოგადოების მხარდაჭერაა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სააგენტოებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს, კორპორაციებსა და ფიზიკურ პირებს მთელი მსოფლიოდან. კონკურსს კატეგორიების მრავალფეროვნება გამოარჩევს.დიზაინის კატეგორიაში გვხვდება როგორც ბრენდინგი, ისე ტიპოგრაფია, ილუსტრაცია და შეფუთვის დიზაინი.

Lexus Design Award

კონკურსი დიზაინში

Lexus Design Award ინოვაციური დიზაინის საერთაშორისო კონკურსია, რომელსაც ავტომობილების ბრენდი აორგანიზებს. დიზაინერების ამოცანაა, შეაფასონ მომავლის გამოწვევები და მოძებნონ პრობლემების გადაჭრის ინოვაციური მეთოდები. კონკურსში მონაწილეობა გრაფიკოს დიზაინერებსაც შეუძლიათ.

საკონკურსო თემატიკა ყოველწლიურად იცვლება. ბრიფი, მეტწილად, ისეთი თემების ირგვლივ ტრიალებს, როგორიცაა მდგრადობა, სოციალური გამოწვევები და ინოვაცია.

კონკურსის დასკვნით ეტაპზე დიზაინერები თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ. გამარჯვებული დიზაინერი პროტოტიპის გასაცოცხლებლად პროფესიონალ მენტორებთან ერთად იმუშავებს.

 

International Design Awards

კონკურსი დიზაინში

IDA საერთაშორისო კონკურსია, რომელიც აერთიანებს მონაწილეებს ინტერიერის, გრაფიკული დიზაინის, მოდის დიზაინის, პროდუქტის დიზაინისა და არქიტექტურის დიზაინის სფეროდან.

ამ კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გამორჩეულ არტისტებს და აღმოაჩინოს ნიჭიერი დიზაინერები მთელი მსოფლიოდან. გრაფიკოს დიზაინერებს შეუძლიათ საკუთარი თავი გამოსცადონ ბრენდინგის, პრინტის, შეფუთვის დიზაინის, ციფრული დიზაინის, ტიპოგრაფიის, ილუსტრაციისა და ვიზუალური კომუნიკაციის სხვადასხვა მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობა შეგიძლია ახლაც, 2023 წლის 15 ნოემბრამდე.

 

The Print Center’s ANNUAL International Competition

კონკურსი დიზაინში

The Print Center’s ANNUAL International Competition ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძველი კონკურსია. უპირატესობა ენიჭება 2D-ს, 3D-სა და ყველა იმ ნამუშევარს, რომელიც ცდება ტრადიციულ ფოტოგრაფიასა და პრინტის შექმნის პრაქტიკას. ფულად პრიზებთან ერთად, შესაძლებლობა გაქვს, მოიგო პერსონალური გამოფენა.

 

iJungle Illustration Awards

კონკურსი დიზაინში

iJungle illustration Awards საერთაშორისო კონკურსია, რომელიც კონცენტრირებულია ილუსტრაციებზე. ერთდროულად შესაძლებელია 5 ნამუშევრის გაგზავნა შემდეგ კატეგორიებში: Book, Editorial, Comics, Commercial, New Talent (Student), Self-Promotion. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სააგენტოებს, სტუდენტებს, მოყვარულ თუ პროფესიონალ ილუსტრატორებს.

როგორც ხედავ, გრაფიკული დიზაინის მსოფლიო დონის პროფესიონალებთან თავის წარდგენა მარტივია. მთავარია, შენთვის სასურველი კონკურსი შეარჩიო, გაეცნო ბრიფს, იმუშავო და შენი ნაშრომი კონკურსში გაუშვა. თუ ჯერ ახლა იწყებ გრაფიკული დიზაინის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, მაშინ ჩვენს გრაფიკული დიზაინის კურსს გადახედე.