
გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულების ნამუშევრები

კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
პროექტის მიზანი - სტუდენტებს პოსტერების სახით შეექმნათ საკუთარი ვიზუალური ინტერპრეტაციები Netflix-ის ანიმაციურ სერიალ „Arcane“ - ზე და სრულად გამოეყენებინათ კურსზე მიღებული ტექნიკური და კრეატიული უნარები.
ქვევით წარმოგიდგენთ მათ ნამუშევრებს და შთაბეჭდილებებს კურსზე 👇
ლალი კასრაძე - "მე ვარ ლალი კასრაძე, 53 წლის, საწყისი განათლებით — ინგლისური ენის სპეციალისტი. ახლა ემიგრანტი ვარ და ჩემი ახლანდელი საქმიანობა ცოტა შორსაა გონებრივი შრომისგან, რაც ჩემთვის თითქმის შფოთვის საფუძველი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ კურსის დაწყებამდე მაინც ვყოყმანობდი ჩემს არჩევანზე, რადგან ამ სფეროში გამოცდილება საერთოდ არ მქონდა, პირველივე გაკვეთილზე მივხვდი, რომ ეს პროფესია საინტერესოა და ჩემთვისაც კი სწავლადი. რა თქმა უნდა, ამაში ანო ნეფარიძეა „დამნაშავე“ და დიდი მადლობა მას ამისთვის. აღარ შევეხები მის კომპეტენტურობას თავის საქმეში, მაგრამ ერთს აღვნიშნავ — სწავლის მანძილზე მე ვიყავი „მოსწავლე“, რომელიც ყველაზე მეტ კითხვას სვამდა (მხოლოდ იმიტომ, რომ სრულად ვერ ვადევნებდი თვალს გაკვეთილს) და არ ყოფილა შემთხვევა, როცა ანოს განმეორებით არ აეხსნა საკითხი. მეტიც, თავად გვთავაზობდა გაგვეჟღერებინა, თუ რამ გაუგებარი იყო. ეს კი, ყველაფერთან ერთად, ემოციურადაც კომფორტულს ხდიდა სწავლის პროცესს.
პირადად მე, გარდა იმისა, რომ შეხება მქონდა ჩემთვის სრულიად ახალ პროგრამებთან, როგორიცაა Adobe Photoshop და Adobe Illustrator, გავიგე ზოგადი ინფორმაცია იმაზე, როგორ მუშაობს გრაფიკულ დიზაინში უამრავი ფაქტორი (მაგალითად: ფერი, ფორმა, ტიპოგრაფია, კომპოზიცია, ვიზუალური იერარქია და სხვა) და როგორ შეიძლება ვიზუალური გზით საკითხის/პრობლემის გადაჭრა. გარდა ამისა, ჩემთვის საინტერესო იყო თითოეულ დავალებაზე მუშაობა და ჩემი უნარების „გაღვიძება“. საინტერესო აღმოჩნდა ფინალური პროექტისთვის 1-1 ანიმაციის ნახვაც კი, რომელსაც ალბათ ისე არ ვნახავდი.
დიდი „ბრეინსტორმინგის“ შემდეგ, თუ რა კუთხით წამეყვანა ბოლო პროექტი, პერსონაჟების ილუსტრაციების შექმნა ვარჩიე და ჩემთვის ძალიან აზარტული აღმოჩნდა მათზე მუშაობა. პრეზენტაციაზე მუშაობისას ანოს ჩართულობა იყო შეუცვლელი სიკეთე კურსის ყველა წევრისთვის. მოგეხსენებათ, პირველი პორტფოლიოს შექმნაში ასეთი დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს, თუ გეგმავთ, რომ სამომავლოდ გაჰყვეთ ამ პროფესიას.
ასე რომ, ყველას, ვისაც სურვილი აქვს კრეატიული საქმის კეთებისა და ოდნავ მაინც ორჭოფობს, რადგან ჩემსავით თვლის, რომ „ხატვა არ შეუძლია“ ან „გვიანია“ უკვე რამის სწავლა, ვურჩევ, უგულვებელყოს ეს ეჭვი და მიმართოს Smart Fish-ს, რადგან ამ გუნდში ყველა პირობა შეგექმნებათ იმისთვის, რომ სასურველი ცოდნა მიიღოთ და თან — კომფორტულად.
თქვენ გელით სიამოვნება სწავლის, თვალსაწიერის გაზრდის და ახალი უნარების გახსნის პროცესით. შეხვდებით ახალ ადამიანებს, საერთო ან განსხვავებული ხედვებით, რომლებთანაც შეიძლება ერთობლივი საქმიანობაც კი წამოიწყოთ.
ამ კურსის ძლიერი მხარე, ერთმნიშვნელოვნად, მისი კომპეტენტური და გულისხმიერი გუნდია, რომელსაც კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ"
ნამუშევრები



თაკო ახვლედიანი - "Smart Fish აკადემიაში სწავლა ავირჩიე იმ მიზეზით, რომ გამოირჩევა პრაქტიკულ მიდგომაზე ორიენტირებული პროგრამებით, რაც ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო. მინდოდა მემუშავა რეალურ დავალებებზე, შემემოწმებინა, როგორ მუშაობს იდეა დიზაინად გადაქცევის პროცესში და ამავდროულად შემესწავლა ტექნიკური დეტალებიც. ამ არჩევანმა გამიღრმავა ხედვა და დამარწმუნა, რომ სწორი მიმართულებით გადავდგი ნაბიჯი — ახალი უნარი მხოლოდ სფეროსთვის კი არა, პირადად ჩემთვისაც იქცა შთამაგონებლად.
კურსმა გამიღრმავა დიზაინის ხედვა და მასწავლა, როგორ დავაკავშირო კრეატიული იდეები რეალურ კომუნიკაციასთან. გავერკვიე როგორც ტექნიკურ, ისე კონცეპტუალურ მხარეებში.
ვისაც სურს თავი წარმოაჩინოს კონკურენტუნარიანად თანამედროვე ბაზარზე — განსაკუთრებით მარკეტინგის, გაყიდვების ან მენეჯმენტის სფეროში — გრაფიკული დიზაინის საბაზისო ცოდნა ნამდვილად გამოსადეგია.
ფინალურ ნაშრომზე მუშაობა ჩემთვის იყო როგორც ცოდნის შემაჯამებელი გამოცდილება, ასევე შესაძლებლობა, რეალურად გამომეყენებინა ის ყველაფერი, რაც კურსის განმავლობაში შევისწავლე. მინდოდა შემექმნა ნამუშევარი, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული, არამედ კონცეპტუალურად გააზრებული და ემოციურად დატვირთული. ასევე, მენტორისგან მიღებული რჩევები და გამოხმაურება აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული რესურსი.
ამ კურსის მთავარი ძლიერი მხარე არის ის, რომ სწავლა თეორიით არ შემოიფარგლება — აქ სწავლობ ფიქრის კრეატიულობას ტექნიკურ სიზუსტესთან ერთად. პროცესი აერთიანებს იდეის ძიებას, დიზაინის ლოგიკას და ემოციურ ეფექტს, რაც საბოლოოდ ქმნის შთამაგონებელ ვიზუალურ ენას.
ჩემთვის ყველაზე ღირებული უნარი გახდა ვიზუალური აზროვნების განვითარება — ის უნარი, როცა კონკრეტულ იდეას შემიძლია მივცე ფორმა, ფერი და სტრუქტურა ისე, რომ შინაარსი არ დაიკარგოს, პირიქით — უფრო მკაფიოდ და მიზნობრივად გაჟღერდეს. ეს არის შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება, რომელიც ერთდროულად ეფუძნება როგორც ინტუიციას, ისე ლოგიკას.
ასევე ვისწავლე, როგორ გავაანალიზო და დავაფასო ვიზუალური გადაწყვეტილებები — ეს უკვე არა როგორც მაყურებლის, არამედ როგორც დიზაინერის პოზიციიდან.
ნამუშევრები



ელენე ბედუკაძე - "Smart Fish აკადემიაში იმიტომ გადავწყვიტე გრაფიკული დიზაინის გავლა, რომ ძალიან კარგი და ჩემთვის ხელსაყრელი პირობები სწორედ აქ ვნახე. ამ ყველაფრის გარდა, ძალიან დიდი როლი ითამაშა ლექტორმა — ბევრჯერ შემხვედრია მისი ნამუშევრები სოციალურ ქსელებში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მასთან მუშაობის შანსი არ გამეშვა ხელიდან.
კურსმა პირველ რიგში მასწავლა ის, რისი შესწავლის სურვილიც დიდი ხნის მანძილზე მქონდა — გრაფიკული დიზაინი. ვთვლი, რომ კურსმა უფრო დამხვეწა და უფრო თამამად ვუდგები სხვადასხვა პროექტებს.
კურსი თავიდან ბოლომდე ძალიან კარგია, მაგრამ მაინც მისი ძლიერი მხარე ლექტორი იყო. თითოეულ ლექციაზე ყველაფერს ძალიან კარგად ხსნიდა და, რაც მთავარია, ყველანაირ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ჰქონდა. რჩევებსაც ნებისმიერ დროს იძლეოდა, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
ყველას ვურჩევდი Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის გავლას, რადგან საინტერესო და სახალისო გზა გელით."
ნამუშევრები



გიორგი ხუტიძე - "მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ ჩემში დიდი ინტერესი გააღვიძა ვიზუალური კომუნიკაციის მიმართ, რის გამოც გადავწყვიტე ამ სფეროში შემდგომი განვითარებისკენ გადამედგა ნაბიჯი.
სოციალურ ქსელებში ხშირად ვხედავდი Smart Fish აკადემიის კურსდამთავრებულების ნამუშევრებსა და ისტორიებს. სწორედ მათი პროფესიონალიზმი და წარმატებული საქმიანობა იქცა ჩემთვის მოტივაციად.
ეს უბრალოდ რეკლამა კი არ იყო, არამედ რეალური მაგალითები იმისა, რომ სწორი გარემო და მეთოდური სწავლება მუშაობს"
ნამუშევრები



ნანუკა მუშკუდიანი - "კურსის ძლიერ მხარედ ვთვლი ორგანიზებულ სალექციო/პრაქტიკულ მასალას. დავალებები საინტერესოდ და სწორადაა მორგებული იმ თემებს, რომელსაც ლექციაზე გავდიოდით.
ჩემი ერთ-ერთი მეგობრის რეკომენდაციით გავიგე Smart Fish-ის შესახებ. როცა კურსის დეტალები გადავამოწმე და კონსულტაციასაც გავიარე, დავრწმუნდი, რომ ჩემი მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდებოდა.
კურსმა, პირველ რიგში, მომცა მოტივაცია და შემმატა თავდაჯერებულობა, რომელიც მაფიქრებინებს, რომ მეც შემიძლია რაიმე ღირებულის შექმნა.
ჩემთვის სწავლების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლექტორის პასუხისმგებლობასა და სწორ დამოკიდებულებას, რაც დამატებით სტიმულს მაძლევს, რომ არ გავჩერდე და მუდმივად ვცადო მეტი. სწორედ ამიტომ ვურჩევდი ამ კურსის გავლას სხვებსაც — არც ერთი წამით არ მქონია იმედგაცრუება და არ მიფიქრია, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე.
ნამუშევრები



თაკო ჩაჩავა -
კურსმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა. ლექტორი მასალას მარტივად და გასაგებად გვაწვდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამის კეთება მინდა, ჩემით დაწყება ხშირად მიჭირს. თუ თქვენც ასე ხართ და დაინტერესებული ხართ დიზაინით, ეს კურსი ნამდვილად დაგეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებასა და მოტივაციის პოვნაში.
კურსის მთავარი ძლიერი მხარე ლექტორია, რომელიც მასალას მარტივად და საინტერესო ფორმით გვაწვდის. გარდა ამისა, ყოველი ლექცია გამორჩეულია საინტერესო დავალებებით, რაც თანდათან ავითარებს ტექნიკურ უნარებს და დიდი სივრცეს აძლევს კრეატიულ აზროვნებას.
ნამუშევრები



ქრისტინე ბერიანიძე - "Smart Fish აკადემიის კურსი ავირჩიე იმიტომ, რომ მინდოდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადმოტანა და ისეთი გამოცდილების მიღება, რომელიც დამეხმარებოდა უფრო მეტი გამეგო ამ პროფესიაზე.
კურსი დამეხმარა, ჩემი მიდგომა და ფიქრი დამელაგებინა დიზაინის სფეროში, გამაძლიერა ტექნიკურად, მასწავლა პროგრამებთან მუშაობა და, რაც მთავარია, მაპოვნინა საკუთარი სტილი. აქ მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად ვურჩევდი სხვებსაც, ვინც დიზაინით არის დაინტერესებული, რადგან ეს გზა გასწავლის, როგორ გადააქციო იდეა ნამუშევრად.
ამ კურსის ყველაზე ძლიერი მხარე იყო პრაქტიკული დავალებები და ჩვენი მენტორის, მუდმივი მხარდაჭერა.
აქ არ შემოიფარგლები მხოლოდ თეორიით — რეალურად მუშაობ და იძენ გამოცდილებას, რომელიც პროფესიულ სამყაროში საჭირო იქნება.
კურსმა მნიშვნელოვნად გააღრმავა ჩემი ცოდნა გრაფიკულ დიზაინში. მასალა კარგად იყო აწყობილი. სასიამოვნო და შედეგზე ორიენტირებული გამოცდილება იყო."
ნამუშევრები


ნინუცა მაისურაძე - "კურსის საშუალებით, მოკლე დროში ვეცადე მაქსიმალურად მიმეღო ცოდნა და გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში. შევისწავლე, როგორ გამოვიყენო აპლიკაციები და მათი ხელსაწყოები სწორად და ეფექტურად, რისი საშუალებითაც შემიძლია ვიზუალური ფორმით გავაცოცხლო ჩემი იდეები.
კურსმა, სასიამოვნო გამოცდილებასთან ერთად, მოგვცა საკმარისი შესაძლებლობა კარიერული წინსვლისთვის.
კურსის მთავარი ძლიერი მხარეა ლექციაზე მიღებული ცოდნით შექმნილი პრაქტიკული დავალებები, მათი განხილვა და პროფესიონალი ადამიანებისგან მიღებული რჩევები.
ნამუშევრები



მალიქა ხანგოშვილი - დაინტერესებული ვიყავი გრაფიკული დიზაინით, თუმცა ხატვა არ გამომდის. მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე გამევლო კურსი და ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი.
ძალიან საინტერესო ორი თვე იყო ჩემთვის. ლექტორი იყო ძალიან კომფორტული, პირველივე ლექციაზე გადავწყვიტე, რომ ნამდვილად გამომივიდოდა რაღაც, რადგან ყველაფერს კარგად და მარტივად გვიხსნიდა.
მართლა დაგეხმარებათ ეს კურსი, თუ თქვენც დაინტერესებული ხართ გრაფიკული დიზაინით.
ნამუშევრები



თინა ნაცვლიშვილი - "Smart Fish აკადემია ავირჩიე მას შემდეგ, რაც ბევრი დადებითი გამოხმაურება მოვისმინე მათი კურსების შესახებ. მომწონდა, რომ კურსი პრაქტიკულზე იყო ორიენტირებული, მოდულებად იყო აწყობილი და თანამედროვე დიზაინის მოთხოვნებს ეხმიანებოდა. მინდოდა ისეთი ადგილი, სადაც არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას მივიღებდი, არამედ რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილებასაც. სწორედ ამიტომ ავირჩიე და ვფიქრობ, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
კურსმა უდიდესი პრაქტიკული გამოცდილება მომცა — შევისწავლე ისეთი ხელსაწყოები, როგორიცაა Adobe Illustrator და Photoshop. ვისწავლე ბრენდინგის პრინციპები, ფერებისა და ტიპოგრაფიის შერჩევა, ლოგოს შექმნა და სხვა დიზაინერული პროცესები.
სხვა ადამიანებს აუცილებლად ვურჩევდი დიზაინის კურსის გავლას, რადგან ის არამარტო ტექნიკურ უნარებს გაძლევს, არამედ გეხმარება კრეატიულ აზროვნებასა და საკუთარი იდეების პროფესიულად რეალიზებაში. არ შემიძლია, ასევე არ აღვნიშნო კურსის ლექტორის დაუღალავი შრომა.
ამ კურსის ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის ინდივიდუალური მიდგომა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება. სწორედ ამ კურსის შედეგად შევიძინე დამოუკიდებლად პროექტზე მუშაობის უნარი — დავგეგმე სამუშაო პროცესი, ავირჩიე სწორი დიზაინერული მიმართულება და შევძელი იდეის გრაფიკულად სრულყოფილი ფორმით გადმოცემა."
ნამუშევრები


