3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - აჩი გიგიტაშვილი

3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებულის - აჩი გიგიტიშვილის პორტფოლიო

08.12.2025

კურსის შესახებ სრულად

ჩემი სახელია აჩი. ვარ 21 წლის, მაქვს ორი დიდი და ამასთანავე ძალიან ძნელი მიზანი 3D სფეროში - მომავალში, ერთ მშვენიერ დღეს, მარველის ფილმს როცა ნახავთ, ფილმის ბოლოში ე.წ “closing subtitles” რომ დაიწყება, მანდ ნახავთ ჩემს სახელსა და გვარს 3D კატეგორიაში.

პატარა ასაკიდან მიყვარდა კინემატოგრაფია და ვარ კინოინდუსტრიის (ანიმეების/ანიმაციების) ძალიან დიდი მოყვარული, ასე ვთქვათ უზარმაზარი იდეების გენერატორია.

საბაზისო დონეზე განვითარებისთვის და 3D სფეროში პირველი ნაბიჯის გადადგმისთვის ვიფიქრე, რომ კარგი დასაწყისი იქნებოდა ეს კურსი და ეგრეც აღმოჩნდა.

გავლილ კურსებმა ჩამომიყალიბა კარგი სასტარტო უნარი, რაც ძალიან დიდი ნაბიჯია ამ სფეროში, უმეტესად ამ ეტაპამდე მისვლა უჭირთ, როცა არიცი რა და როგორ გააკეთო. შემდეგ იკარგება მოტივაცია და სურვილი, მეც მაქვს ეგ გზა გავლილი. 

თუ გაქვთ სურვილი რომ 3D სფეროში პირველი ნაბიჯები გადადგათ საუკეთესო არჩევანია ეს კურსი.

ფინალური პროექტის შესრულებისას ჩემთვის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი იყო იდეების და ინსპირაციების შთანთქმა ყველაფრიდან საიდანაც შეიძლებოდა. შემდეგ უკვე ამ ყველა იდეის ჩემი პროექტის ესთეტიკაში და ატმოსფეროში “ჩაშენება”. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პროექტის ატმოსფერო “ვაიბი”, რადგან რამდენადაც კარგად გაკეთებული არ უნდა იყოს პროექტი ტექნიკურად, თუ პროექტს არ აქვს “სული” ის უბრალოდ მკვდარი ობიექტი ხდება.

კურსის ძლიერი მხარე სწავლების გამარტივებული სტუდენტებზე მორგებული მეთოდია.

 კურსის დასრულების შემდეგ შევამჩნიე რომ ყველგან ვაქცებ ყურადღებას სხვადასხვა პატარა დეტალს, გინდ უმნიშვნელოს, საკმაოდ კარგი უნარია რადგან სხვა მხრიდან აღქმის საშუალებას გაძლევს რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.