ანა შალუტაშვილი - კონტენტისა და ქოფირაითინგის კურსზე

ანა შალუტაშვილი - კონტენტისა და ქოფირაითინგის კურსზე

08.10.2025

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

გამარჯობა. მე ანა ვარ, სტუდენტი, ახალი თავგადასავლების მაძიებელი და აწ უკვე დამწყები ქოფირაითერი. 

მიყვარს ასტრიდ ლინდგრენი, შოტლანდია და მელიები. არ მიყვარს ნელა მოსიარულე ხალხი. დღეს კი მე, საშუალოდ დაბნეული ახალგაზრდა, რომელიც მთლად დარწმუნებული არ არის, რისი კეთება სურს ამქვეყნად, მოგიყვებით ქოფირაითინგის კურსის გავლისას შეძენილი გამოცდილების შესახებ. 

გულწრფელად ასე მოხდა: მეგობარი, რომელიც ქოფირაითერია, მიყვებოდა თავისი სამუშაოს შესახებ. ამ დროს გამეფიქრა ‘ჰმ, მგონი ეს ის სამსახურია, სადაც თავს წამებულად არ ვიგრძნობ’. მანვე მიამბო მარიამისა და ამ კურსის არსებობის შესახებ და ასე გადაწყდა: ძალიან სწრაფად, მარტივად, სანდო ადამიანის დახმარებით :)

პირველ რიგში, დავრწმუნდი მაინტერესებს, თუ არა ეს სფერო. (აღმოჩნდა, რომ კი!)

ახალი ცოდნის ათვისებისას ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმაა ხოლმე, რადგან ხშირ შემთხვევაში არ ვიცი, საიდან დავიწყო, ეფექტურად როგორ ვისწავლო და სწორედ ეს მაფერხებს. ამ კურსმა გამარკვია ქოფირაითინგის სფეროში და საკმარისი საფუძველი მომცა, რომ ახლა უკვე დამოუკიდებლად განვაგრძო განვითარება.
Smart Fish-ის კურსი საკმაოდ ღირსეული დასაწყისია ამ სამყაროში მიმავალი გზისა. 

დასაწყისისთვის, გადავხედე კურსის განმავლობაში გაკეთებულ დავალებებს და გავიხსენე წარსულის შეცდომები :) 

მარიამის თითოეული შენიშვნა და რჩევა სასიკეთოდ გამომადგა და მეტად სასარგებლო აღმოჩნდა. 

შემდეგი ეტაპი კომპანიების არჩევა იყო, რასაც მგონი უფრო მეტი დრო დავახარჯე, ვიდრე პროექტზე მუშაობას. როგორღაც ესაც მოვახერხე და ამ კომპანიების კომუნიკაციის სტილის, სოც. ქსელების პოსტებისა და Tone of Voice-ს ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, ჩემს პროექტზე დავიწყე ფიქრი. ბევრი პოსტი დავწერე: ხან აზრი გამირბოდა, ხან ფანტაზიის ზედმეტი ჩართულობით კომპანიის იდეოლოგიას სულ ვცდებოდი. მაგრამ როგორღაც შევკარი, სასურველი ფოტო რეფერენსებიც ვიპოვე და პრეზენტაციამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა.

N1 ‘იარაღი’ ამ კურსისას მარიამია - ყველაზე მეგობრული და პოზიტიური ლექტორი, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობს მასალის გასაგები ენით ახსნას და მუდამ მზად არის, ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი.

რაც შეეხება უნარებს, ახლა უკვე ვიცი, ქოფის წერისას რა მნიშვნელოვან ასპექტებს მივაქციო ყურადღება, როგორ მოვძებნო და შევარჩიო სწორად რეფერენსი და როგორ მოვარგო ნამუშევარი დავალების პირობას, ბრიფს.