ბლოგის ქავერი

ანანო წაქაძე - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

10.09.2024

გრაფიკული დიზაინის სფეროში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდები, მათ შორისა ანანო, პროფესიით იურისტი, წარსულში ბალერინა და ამჯერად ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე. რთული გამოსაცნობი არ არის, რატომ იზიდავთ შემოქმედ ადამიანებს გრაფიკული დიზაინი, რადგან ეს სფერო, იდეებისა და სათქმელის ვიზუალურად გადმოცემის საუკეთესო საშუალებაა.

თუ გინდა მეტი გაიგო, შემოიხედე კურსზე

პროფესიით ვარ იურისტი, დავამთავრე საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტი. ასევე, ბავშვობიდან მაქვს ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი – ხელოვნების გიმნაზიაში ბალეტის შვიდწლედის შემდეგ ჰიპ-ჰოპით დავინტერესდი, ამჟამად ვარ ჰიპ-ჰოპის მოცეკავე და რამდენიმე წელი ვიყავი ქორეოგრაფი. ამასთანავე ჩემი ჰობია ხაზვა, რომლითაც დაკავებული ვარ დაახლოებით 10 წლიდან.

 

ანანო წაქაძე

Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლამდე მქონდა გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ პროფესიასთან მიმართებით, თუმცა მინდოდა, რომ ჩემი ცოდნა მეტად გამემყარებინა. 

მოვიძიე რამდენიმე აკადემია, სადაც შემეძლებოდა გრაფიკული დიზაინის უფრო სიღრმისეულად შესწავლა. Smart Fish-აკადემიის გუნდმა ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანი.

გრაფიკულ დიზაინს საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულებები აქვს, ამ ეტაპზე, ვფიქრობ რომ სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა იქნება წინაპირობა იმის რომ გავხდე პროფესიონალი გრაფიკოს დიზაინერი.

 

ანანო წაქაძე

კურსმა უფრო ახლოს გამაცნო ინდუსტრია, ასევე მასწავლა, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი ვერ იქნება და თუ მინდა წარმატებას მივაღწიო, ამისთვის აუცილებელია შრომა, ამასთანავე, ის რომ ჩემს ფანტაზიებსა და სურვილებს თავისუფლება მივცე.
ამ გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ყველას, ვინც დაინტერესებულია გრაფიკული დიზაინით, ვურჩევ აღნიშნული კურსის გავლას.

ანანო წაქაძე


ფინალური პოსტერები შექმნილია ქართველი არტისტის, კარლო კაჭარავას ნამუშევრების მიხედვით.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართველი, შესანიშნავი და უნიჭიერესი არტისტის ნამუშევრებისა და მათში თავმოყრილი პერსონაჟების “გაცოცხლება”

სანამ პროექტზე მუშაობას დავიწყებდი, გავეცანი მხატვრების შემოქმედებას, ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა კარლო კაჭარავას ნამუშევრებმა, ჩემ მიერ შესრულებული პოსტერებით ვეცადე, რომ შემენარჩუნებინა მისი ხელწერა და “გამეცოცხლებინა” მისი პერსონაჟები.

 

ანანო წაქაძე ანანო წაქაძე


პირველ რიგში, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო კურსის ლექტორს, მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ ეს სფერო კიდევ უფრო შემიყვარდა.

 ამ კურსმა მომცა უდიდესი სტიმული და ძალიან ბევრი უნარი იმისა, რომ ვაკეთო ჩემთვის სასურველი საქმე. შემძინა უფრო სხარტად აზროვნებისა და მოქმედების უნარი, ასევე უნარი იმისა, რომ პრაქტიკულად ვიმუშაო და სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევ.