ბლოგის ქავერი

ანა ომანაძე - ქოფირაითინგის კურსზე

15.10.2023

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

- მოგვიყევი შენ შესახებ? 
Მე ვარ ანა, 21 წლის, ვსწავლობ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და Საკუთარ თავზე საუბარი ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის 😀 თუმცა იმის თქმა აუცილებელია რომ, მიყვარს წერა, რაც საფუძველი გახდა ქოფირაითინგის სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმისა.

- საიდან იღებ ინსპირაციას? Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ვფიქრობ, შესაძლებელია ინსპირაციის წყარო ნებისმიერი ჩვენი ყოველდღიური მოქმედება იყოს. Ჩემთვის ძირითადი მაინსპირებელი ძალა, ალბათ, ფილმები, მუსიკაა და ახალი საინტერესო ინფორმაციის მიღებაა. 

- რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას ქოფირაითინგის კურსის გავლას? 
ქოფირაითინგით დიდიხანი ვიყავი დაინტერესებული და სულ მქონდა სურვილი მეპოვა ისეთი ადგილი, სადაც მექნებოდა საშუალება მომეხდინა ამ სურვილის რეალიზება.  კურსმა მომცა საშუალება გავრკვეულიყავი ქოფირაითინგის საფუძვლებში, გამეცნო უამრავი საინტერესო ადამიანის ნამუშევარი და უფრო განმევითარებინა წერისა თუ საინტერესოდ აზროვნების უნარები. Ჩემი ლექტორი იყო მარიამ ბეროძე, რომელიც არა მარტო თავისი საქმის პროფესიონალი, არამედ ძალიან კარგი ადამიანია, რომელმაც მოგვცა საშუალება ბოლომდე გამოგვეჩინა საკუთარი თავები ყველანაირი დისკომფორტის გარეშე. 

- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს მიმართულება?
ფინალური პროექტისთვის ვიმუშავე wendy’s georgia- სა და ჟუჟუნა ღვინოს ქოფებზე. Მომეწონა მათი კომუნიკაციის მიმართულება. Wendy’s და ჟუჟუნას კომუნიკაციის მიმართულება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და სწორედ ამიტომ შევარჩიე ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ბრენდი, მინდოდა მოვრგებოდი ორივე მათგანის იერსახეს.

- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
Პირველ რიგში კურსის ძლიერი მხარე მარიამია <3 რომელიც არ იშურებს თავის ენერგიას და მაქსიმალური ენთუზიაზმითა და პროფესიონალიზმით უძღვება მთლიან კურსს. კურსის განმავლობაში გავაუმჯობესე წერის და სწორად კომუნიკაციის უნარები.