დავით კალატოზიშვილი

დავით კალატოზიშვილი - 3D დიზაინის კურსზე

09.06.2024

3D დიზაინის კურსის გასაცნობად დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე,  ბლოგპოსტში კი დავითს გაგაცნობთ, რომელმაც ბლენდერის შესწავლა გადაწყვიტა.


მე ვარ დავითი 28 წლის. 3D ყოველთვის იყო ჩემი  მისწრაფება და მინდოდა სიღრმისეულად შემესწავლა ეს პროფესია.
 

ამ კურსის განმავლობაში შევისწავლე პროგრამა Blender-ის ყველა ძირითადი ხელსაწყო, რაც ძალიან დამეხმარა შემდგომ საფეხურზე გადასასვლელად.

ამავდროულად ხაზი მინდა გავუსვა ლექტორის პროფესიონალიზმს, ყურადღებასა და გადმოცემის უნარს.

დავით კალატოზიშვილი

ფინალური ნამუშევრისთვის უნდა აგვერჩია ერთი მულტიპლიკაციური ფილმი 90-იან/2000-იანებიდან და გაგვეცოცხლებინა რომელიმე სცენა.

მე ავირჩიე The Powerpuff Girls. ცალ-ცალკე შევქმენი პერსონაჟები. ბექგრაუნდზე მუშაობისას კი გამოვიყენე მარტივი ფიგურებით შექმნილი სახლები და რამდენიმე ფენად სხვადასხვა სიჩქარით ავამძრავე, იმისათვის რომ მიმეღო 2D ანიმაციის სტილი.

კურსმა შემძინა უნარი - გავუმკლვლავდე სხვადასხვა სახის პრობლემას და ტექნიკურ გამოწვევებს, რასაც რედაქტორთან (Blender-თან) მუშაობის დროს შეიძლება წააწყდე. ახლა უკვე დამოუკიდებლად შემიძლია ნებისმიერი სცენისა თუ ანიმაციის შექმნა.