
ეკატერინე მგელაძე - მადლობელი ვარ კომფორტული გარემოს შექმნისთვის
ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე
- ეკა, მოგვიყევი შენ შესახებ?
მე ვარ ეკატერინე მგელაძე, პროფესიით ჟურნალისტი. ბოლო წლებში ვმუშაობდი პიარის და კომუნიკაციის სფეროში. მომიწია რეგიონიდან თბილისში გადმოსვლა, შესაბამისად, სამსახურეობრივი საქმიანობის შეწყვეტაც.
გადავწყვიტე ჩემს პროფესიასთან მიახლოებული კურსის არჩევა და შემდგომ ამ მიმართულებით კომპანიებში ვაკანტური პოზიციის ძიება. ამ დროს მომისწრო Smart Fish Academy-ის ქოფირაითინგის მასტერკლასმა.
კურსი საკმარისზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ლექტორის მარიამ ბეროძის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია იგრნობოდა ყოველ ლექციაზე, გასათვალისწინებელი შენიშვნებით და მუდმივი უკუკავშირით.
- რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას ქოფირაითინგის კურსის გავლას?
ყველას, ვისაც წერა უყვარს ან ეხერხება, უპირობოდ ვურჩევდი ქოფირაითინგის კურსის გავლას. ქოფის წერა სიტყვებით ჯადოქრობაა.
სოციალური მედიის ეპოქაში ქოფირაითერი ქმნის სარეკლამო ტექსტებს და ადამიანებს მოუწოდებს მოქმედებისკენ. ამიტომ თუ მუდმივად ამბებში ვართ და მერე ამ ამბების მოყოლაც გვიყვარს, ქოფირაითინგი გვასწავლის, როგორ გავხადოთ ჩვენი ტექსტები მიმზიდველი, თვალშისაცემი და ბრჭყვიალა.
"გავლილმა კურსმა გრძელი ამბების მოკლედ და შთამბეჭდავად მოყოლის უნარი შემძინა."
- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, სამუშაო პროცესზე?
სწავლება რთული არ ყოფილა. აზარტული იყო და დავალებებიც ერთმანეთზე მეტად საინტერესო. ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როცა დავალების მომზადება არასდროს დამზარებია.
შენიშვნები უფრო მომწონდა ვიდრე უხარვეზოდ შესრულებული პრეზენტაცია. მეტ ახალ აღმოჩენას ვაკეთებდი და ვხვდებოდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა კიდევ უფრო უკეთესად.
ფინალურ პროექტად საერთაშორისო კოსმეტიკური ბრენდი "Delfy Cosmetics-ი" და ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელი კომპანია "ანასეული ოტკა" შევარჩიე. ამ უკანასკნელზე მუშაობა გამორჩეულად სასიამოვნო პროცესი იყო, რადგან ბრენდი გურულია, ავთენტური, ადგილობრივი ნედლეულისგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი სხვადასხვა ხილის არომატით.
"ანასეული ოტკა" თავის დროზე სოციალური პროექტიც გახდა. როცა გურიაში ხილის გადამამუშავებელი ქარხანა გაიხსნა, საწარმოში ადგილობრივები დასაქმდნენ და გლეხებსაც საკუთარ ეზოებში მოყვანილი ხილის რეალიზების საშუალება მიეცათ. არის ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტი.
- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
სიამოვნებით ვიმუშავებდი ბრენდების ქოფიების შექმნაზე სხვადასხვა სოციალური პლატფორმისთვის. ასევე, მოვამზადებდი ბლოგ პოსტებს ვებგვერდებისთვის.
-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარეა პროფესიონალებისგან შემდგარი სტაფი, ლექტორი მარიამი, რომელიც დასაწყისშივე ვახსენე. მისი დამსახურებით კურსი იყო თემატურად აწყობილი, ინფორმაციული, მარტივად გასაგები და კარგად შეკრული.
"ლექციებზე სტუდენტები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. სწავლება მიმდინარეობდა შეფერხებების გარეშე, საინტერესოდ და დინამიურად."
Smart Fish Academy-ის გუნდის წევრები მაქსიმალურ ყურადღებას იჩენდნენ თითოეული სტუდენტის მიმართ.
"მადლობელი ვარ კომფორტული გარემოს შექმნისთვის, ყველა საჭირო რჩევისთვის და მზრუნველობისთვის."