ელენე ჯანგულაშვილი

ელენე ჯანგულაშვილი - 3D დიზაინის (Blender) კურსზე

06.08.2023

თუ გამოწვევები გიყვარს, შეავლე თვალი 3D დიზაინი (Blender) კურსს

- ელენე, მოგვიყევი შენ შესახებ?

ჩემი სახელია ელენე, ვარ 27 წლის. მთელი ცხოვრების განმავლობაში, სწავლასთან ერთად დაინტერესებული ვიყავი ხელოვნებით. თავისუფალ დროს, ყოველდღიური ქაოსის მიღმა, მიყვარს წერა - ვცდილობ რეალური გავხადო ის, რასაც ვხედავ ჩემს წარმოსახვაში. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მრავალფეროვანი ფანტაზიის უნარი მაქვს.

- Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?

გულახდილად რომ ვთქვა, კურსის ძებნის დროს, ბევრი სხვადასხვა ვარიანტი შემხვდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ავირჩიე, არის ის რომ კურსი იყო შედარებით ხანმოკლე და ამ მოკლე დროში მომცა საშუალება, გამეუმჯობესებინა ის ფუნქციები, რომელიც თვითშესწავლის პერიოდში ჩემთვის რთული აღმოჩნდა.

- Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?

პატარაობიდანვე ვიყავი ვიდეო თამაშების ფანი და დღემდე ასეა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ესაა ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო. უფრო ვიტყოდი რომ ჩემი გამოგონილი სამყარო რომლისთვისაც არაერთი ნამუშევარი მაქ მიძღვნილი.

- რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?

ამ სტილის პროგრამის ინდივიდუალურად შესწავლა შესაძლებელია. უბრალოდ, პროცესი ძალიან ძნელი და ხანგრძლივია, ასევე დაკავშირებულია ბევრ სირთულესთან. 

ამ მიზეზის გამო, ყველას ვურჩევ, ამ პროგრამის კურსის გავლას, რადგანაც აკადემია საშუალებას აძლევს თავის მოსწავლეებს, შეისწავლოს ის ყველა ასპექტი და პატარა დეტალი თანმიმდევრობით, რომლის დამახსოვრებაც რთულია თვითშესწავლის პროცესში.

- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს თემა?

ფინალური პროექტი დასაწყისში ოდნავ პრობლემატური იყო, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესო, რადგან ცხოვრებაში პირველად, შევძელი ჩვეულებრივი 2D სურათით შემექმნა 3D კომპოზიცია. კონკრეტული სცენა, დაქალმა შემომთავაზა. Howl’s Moving Castle მისი ფავორიტი ანიმეა.

რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?

კურსმა მოკლე დროში მომცა საშუალება, გამეუმჯობესებინა ის ფუნქციები, რომელიც თვითშესწავლის პერიოდში ჩემთვის რთული აღმოჩნდა. Მაგალითად Shading - დასაწყისში მეგონა რომ მისი სწავლა ჩემთვის ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა კურსის დახმარებით დავმტკიცდი იმაში რომ ძალიან დიდი სირთულითაც არ გამოირჩევა და აქვს თავისი კანონზომიერება.