ფორე ბახუტაშვილი - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

ფორე ბახუტაშვილი - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

13.08.2025

3D დიზაინის კურსის გასაცნობად დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე

მე ვარ ფორე ბახუტაშვილი 21 წლის, სამართლის სტუდენტი, ბავშვობიდან აქტიურად ვცდილობდი საკუთარი თავის გამოცდას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სპორტში, ხელოვნებაში, მუსიკაში და ამ მუდმივი ძიების ერთ-ერთი შედეგია Smart Fish აკადემიის კურსდამთავრებულობა.  

Smart Fish აკადემიაში 3D დიზაინის (ბლენდერის) კურსის გავლამდე,  მქონდა Blender-ში მუშაობის მინიმალური გამოცდილება, თუმცა მჭირდებოდა დამატებითი შესაძლებლობა, რომელიც ჩემს ცოდნას გააღრმავებდა. 

კურსების ინტერნეტში ძიების დროს აღმოვაჩინე Smart Fish აკადემია, რომელიც სხვა კურსებთან შედარებით გამოირჩეოდა სრულყოფილი სილაბუსით, მიმზიდველი პირობებით და რაც მთავარია ლექტორის კომპეტენტურობით, რომლის შეფასებაც თავად ლექტორის პორტფოლიოთი შემეძლო. 

საკუთარი თავის გამოცდის პროცესი ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყაროა. ყოველი ახალი გამოცდილება აუმჯობესებს ჩემს შემოქმედებითობას.

გავლილმა კურსმა გამიმყარა ცოდნა Blender-ის software-ში, მომცა უფრო მეტი შესაძლებლობა გამოვიყენო ეს აპლიკაცია უფრო ლაღად. ამ კურსმა მასწავლა ასევე ბრიფთან მუშაობა, რაც სამომავლოდ დამეხმარება კლიენტებთან კომუნიკაციაში. 

სწორი კომუნიკაცია, სწავლების უმაღლესი ხარისხი და 100% იანი შედეგია ის მიზეზები რის გამოც სხვასაც ვურჩევდი ამ კურსის გავლას

ფინალური პროექტი გამოწვევებით იყო სავსე, ლექციის პერიოდში გავიგე და გავიაზრე ბევრი ისეთი დეტალი, რომელიც საბოლოო ჯამში დიდ გავლენას ახდენს პროექტზე. პროექტის შესრულებისას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი ლექციების შინაარსს, რადგან კურსის სილაბუსი ინტერფეისის ფუნქციონალის ახსნიდან საბოლოო რენდერამდე ლოგიკურად სწორადაა დალაგებული, ამან კი გამიმარტივა პროექტის შესრულების პროცესი. 

დაინტერესებული ვარ სარეკლამო პროდუქტის დიზაინითა და 3D კონტენტ კრეატორობით. 

ამ კურსის ძლიერი მხარეა ხარისხიანი სწავლების მეთოდი, რომელიც არამხოლოდ ლექციის განმავლობაში არამედ ლექციის გარეთაც ლექტორთან კომუნიკაციით გამოიხატება. 

გამოვყოფდი ასევე ბრიფთან მუშაობის პროცესს, რომელიც დამეხმარება სამომავლოდ კლიენტებთან კომუნიკაციაში. 

Built in Blender Focused on stylization, lighting, and storytelling

3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილიpore-bakhutashvili-3.webp3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი

A peaceful Island rendered in Blender. This miniature world features a cozy little house nestled in nature, surrounded by lush details both above and below the water.
I explored two lighting moods sunset and night to capture different atmospheres and storytelling moments.3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი

Clay Render

3D დიზაინის ბლენდერის კურსდამთავრებული - ფორე ბახუტაშვილი

ფორეს პორტფოლიო Behance - ზე