ია მელითაური

ია მელითაური - ქოფირაითინგის კურსზე

25.01.2024

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

- ია, მოგვიყევი შენ შესახებ? 
ორი წლის წინ მომიწია ცხოვრების წესის შეცვლა სრულიად, მათ შორის, საქმიანობისაც. დავიწყე ახალი პროფესიის სწავლა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი იყო ქოფირაითინგი. 

Smart Fish Academy - ს კონკურსმა (რაზეც უიმედოდ გავაგზავნე დავალებაზე ჩემეული პასუხი) საშუალება მომცა, კიდევ უფრო მეტი ცოდნა შემეძინა იმაზე, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი სიტყვების სწორ დროს შერჩევას. 


ქოფირაითინგის კურსმა და ლექტორის, მარიამ ბეროძის, საოცარმა ლექციებმა კიდევ უფრო მეტი სტიმული მომცა და დამაჯერა, რომ ახალი პროფესიის შესწავლა გვიანი არასდროსაა.

- საიდან იღებ ინსპირაციას? Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
მიყვარს ფოტოგრაფია, ფილმების ყურება, თეატრი, კითხვა, ასევე მობილურით სამოყვარულო მინი ვიდეოების გადაღება. გადაღებისას წინასწარ მაქვს დანახული სრული სურათი. წინასწარ ვიცი, რა ხმას ან მუსიკას დავადებ. ვხედავ დასრულებულ პროდუქტს. 

- რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას ქოფირაითინგის კურსის გავლას? 
აი, ხომ გაგფიქრებიათ რამეზე, მაგალითად: როგორ მზადდება ჩოგბურთის ბურთი ან წყლის ავზი? ჰოდა, ზუსტად ასე ნახავთ,  რატომ გინდებათ უცბად ამა თუ იმ პროდუქტის შეძენა, ჭამა, დალევა ან ჩაცმა, ან  როგორ იწერება ვიდეორეკლამების სცენარები.

ვისაც ფანტაზია არ ღალატობს, ცოტა წერა ეხერხება და უნდა ბრენდი აამეტყველოს სწორ ენაზე, მაშინ აუცილებლად უნდა გაიაროს ეს კურსი. 

პლუს საოცრად კარგი და სუპერმოგზაურ მარიამსაც გაიცნობს, რომელიც დაუღალავად ცდილობს თავისი გამოცდილების გაზიარებას.

- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, სამუშაო პროცესზე? 
წინასწარ გაფრთხილებთ, მარიამი არის მომთხოვნი და თავისი საქმიანობის ერთგული. მზად იყავით ბევრი დავალებისთვის, 
შესწორებებისათვის. 

იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, რომ ასეთივე პასუხისმგებლობით იწყებ თუნდაც ღამეების თენებას დავალებების შესასრულებლად. მარიამი ბოლომდე გითრევს ამ ფერად და ჯადოქრულ მორევში.
ყველაზე ძალიან ვიდეო სცენარის წერა მომეწონა. თემა „წითელქუდა“. 

- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ვიდეო რეკლამებზე ან ფილმის სცენარისტის ასისტენტად.

- რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
ჩემთვის ამ კურსის ყველაზე დიდი პლუსი ობიექტური თვითკრიტიკის უნარის გაღრმავებაა.