ქოფირაითინგის კურსი

ლელა ხარაული - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

30.06.2024

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

Მე ვარ ლელა. Მიყვარს წიგნების კითხვა, ფოტოების გადაღება და წერა. ცხოვრების ყველა ეტაპზე, წერით უკეთ გადმოვცემდი სათქმელს, ვიდრე ზეპირსიტყვიერად. Მახსოვს, უნივერსიტეტში დასაწერი მქონდა მოგონება წიგნზე. დავალებაზე მიღებული ლექტორის უკუკავშირი კი სულ გონებაში მიტრიალებს - ,,არასდროს შეწყვიტო წერა, აუცილებლად გამოგივა უფრო მეტი”. ამიტომ გადავწყიტე ჩემი წერის უნარის განვითარება და თან ახალი პროფესიის შეძენა. გავიარე ქოფირაითინგის კურსი. 

Რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე, ნამდვილი მე ვარ მხოლოდ მაშინ, როცა ბუნებასთან ვარ ახლოს, სწორედ ბუნება, სიმწვანე, ფერებია ჩემი ინსპირაციის წყარო. Საკუთარ თავთან განმარტოებით ყოფნა ძალიან მეხმარება შემოქმედებით აზროვნებაში. 

კურსმა დამარწმუნა საკუთარ შესაძლებლობებში და სწორედ ამას ვთვლი მთავარ მონაპოვრად. Მომცა თეორიული და პრაქტიკული საფუძველი, რომლითაც მომავალში თამამად შევძლებ ჩემი უნარების გამოყენებას. 

Სწორედ ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უყვარს წერა, ან უბრალოდ სურს თავი მოსინჯოს ახალ პროფესიაში, ვურჩევდი კურსის გავლას, იმიტომ რომ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა ირწმუნო საკუთარი შესაძლებლობების, განავითარო და შეიძინო შემოქმედებითად წერის უნარი.

ვთვლი რომ ცხოვრებაში ყოველთვის უნდა აკეთო ის, რაც გსიამოვნებს და გიყვარს. ასეეთი მიდგომით შედეგი  კარგი და შედეგამდე მისასვლელი გზა უფრო სასიამოვნოა. Სწორედ ამიტომ ავირჩიე ფინალური პროექტისთვის ეს მიმართულება. ,,Ჰარი პოტერისადმი” ჩემმა უდიდესმა სიყვარულმა მუშაობის პროცესი სასიამოვნო და პროდუქტიული გახადა. Რაც შეეხება Subway Georgia-ს, ეს კონკრეტული ავირჩიე იმიტომ რომ ჩვენი გზები არასდროს გადაკვეთილა და მაინტერესებდა რამდენად გავართმევდი თავს ჩემთვის სრულიად უცნობ ბრენდზე მუშაობას.

Სამომავლოდ მუშაობა მინდა ისეთ პროექტებზე, რომლებიც არ იქნება მხოლოდ მოვალეობის მოხდა. Მინდა რომ მუშაობის პროცესმა სიამოვნება მომანიჭოს, რადგან ამ დროს უფრო მეტად მოტივირებული ვხდები და ვცდილობ საქმეში ჩემი მაქსიმუმი ჩავდო. Სიამოვნებით ვიმუშავებდი პროეტებზე, რომლებიც დაკაავშირებულნი იქნებიან ხელოვნებასთან, ლიტერატურასთან, ფოტოგრაფიასთან, ბუნებასთან და სხვა მონათესავე დარგებთან. 

კურსის ძლიერი მხარე არის ლექტორი, რომელიც დაუნანებლად გვიზიარებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. ასევე გარემო, სადაც არავინაა შეზღუდული და ყველას თანაბრად ეძლევა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. 

ერთთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც კურსმა შემძინა არის სათქმელის რაც შეიძლება მოკლედ და, ამავდროულად, მკაფიოდ გადმოცემა.