
მარიამ აფრიამაშვილი - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული
ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე
მე მარიამი ვარ, ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი, რომელიც ბუნებაზე, წიგნებზე და მუსიკაზეა შეყვარებული. ამჟამად კოპენჰაგენში ვცხოვრობ და კორპორატიული მდგრადობის მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა ჩემი მაძიებელი არქეტიპის წყალობით, რომელიც ხშირად მაკეთებინებს სიგიჟეებს და მასაჩუქრებს ახალი თავგადასავლებით და გამოცდილებებით, მეტად კრეატიული სფეროს ათვისებაც გადავწყვიტე და ასე მოვხვდი ქოფირაითინგისა და კონტენტის შექმნის კურსზე Smart Fish აკადემიაში.
ვგიჟდები მოგზაურობაზე, განსაკუთრებით სოლო თრიფებზე, ლამაზი მომენტების და კონტენტის გადაღებასა და წერაზე, ამიტომ კურსის აღწერის შემდეგ ბევრი არც მიფიქრია - ვიცოდი საჩემო იყო, რადგან ქოფირაითინგი ჩემთვის მხოლოდ ტექნიკური უნარები კი არა, არამედ შემოქმედებითი თავისუფლებაა!
რამდენიმე მიზეზის გამო ვიცოდი ეს იყო საჩემო კურსი. პირველ რიგში, წერასთან ერთად კონტენტის შექმნის სწავლაც მინდოდა.
კურსების უმეტესობა მხოლოდ ქოფირაითინგს გვთავაზობს, როცა კონტენტის შექმნაც ძაან მნიშვნელოვანია, და დამსაქმებლების უმეტესობაც სწორედ ამას ითხოვს.
გარდა ამისა, მარიამის მოგზაურობებს ვადევნებდი თვალს და ინტერესებიც დაემთხვა. აზიისა და ჰაიკუს სიყვარული საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც იაპონისტიკის ბაკალავრ-დამთავრებულისთვის, რომ გადამეწყვიტა კურსის გავლა.
ჩემი ჩემი ინსპირაციის წყარო ვფიქრობ ფილმები და მუსიკაა უმეტესად. თუმცა მოგზაურობის დროს ნებისმიერ ახალ ადამიანთან შეხვედრისას, ან ახალი ადგილის აღმოჩენისას, ბუნებასთან სიახლოვისას ყოველთვის ვგრძნობ იდეების, ემოციების და გრძნობების მოზღვავებას.
ამ კურსს ყველას ვურჩევდი, ვისაც თავიანთი ფიქრების, იდეების კრეატიულად გადმოცემის სურვილი აქვს. ამ კურსზე არა მხოლოდ წერას სწავლობ, არამედ სწორი, რელევანტური კონტენტის შექმნას. ასევე, მარიამი უსაყვარლესია და დიდ ენერგიას დებს ყველა დავალების გასწორებაში. ფიდბექი ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ ასე სწავლობს ადამიანი ყველაზე კარგად.
კურსმა ჩემს შესაძლებლობებშც დამარწმუნა. ახლა ვიცი რომ წერა ჩემი ძლიერი მხარეა და დროა ეს უნარი პროფესიულად გამოვიყენო საინტერესო კონტენტის შესაქმნელად.
ფინალური პროექტისთვის ტენე და დანკინი ავარჩიე. აუცილებლად მინდოდა ერთ-ერთი ბრენდი გარემოს მდგრადობასთან ყოფილიყო დაკავშირებული, რაც ჩემს პირად და პროფესიულ ინტერესებთან ახლოსაა, ამიტომ ავარჩიე ტენე. ხოლო დანკინი ძაან ტკბილი ბრენდია, რომელიც უბრალოდ უხალისებს და უგემრიელებს ადამიანებს დღეებს და მინდოდა მსგავსი ტიპის პოსტებთანაც გამომეცადა ჩემი თავი.
სიამოვნებით ვიმუშავებდი ნებისმიერ ბრენდთან, რომლებთანაც მსგავსი ღირებულებები მაქვს. მთავარია კონტენტი იყოს საინტერესო და ეთიკური.
კურსის დროს აღმოვაჩინე რომ ვებგვერდისთვის ქოფის წერა ძაან მსიამოვნებს. ასევე, სტატიების, რომლებიც ჩემთვის საინტერესო თემებს შეეხება.
მაგალითად ახლა “არქე”-თვის ვწერ ხოლმე სტატიებს, არქეტიპული ბრენდინგის, ნეირომარკეტინგის, ნეიროპლასტიურობის თემებზე, რომლებიც ძალიან მომწონს ამიტომ ბევრად მეტ ენერგიას და დროს ვდებ რისერჩის პროცესში.
ასევე, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს წერა ბუნებასა და მდგრადობასთან დაკავშირებულ პროექტებზე, საგანმანათლებლო, ხელოვნებასთან და კრეატივთან დაკავშირებულ თემებზე.
თუმცა, როგორც აღვნიშნე, თუ ბრენდი ეთიკურ საქმიანობას ეწევა, ნებისმიერ თემაზე და პლატფორმაზე მუშაობა დიდ სიამოვნებას მომანიჭებს.
კურსის ძლიერი მხარე კონტენტი და ლექტორია. მარიამი უსაყვარლესია და დიდი პასუხიმგებლობით ეკიდება თითოეულ კითხვასა და დავალებას.
კურსმა მომცა ის აუცილებელი და მნიშნელოვანი უნარები ამ პროფესიისთვის როგორებიცაა სათქმელის მოკლედ და ლაკონურად გადმოცემა. ამბის საინტერესოდ თხრობა, რელევანტური კონტენტის შემნის ან არჩევის უნარი, ბრენდების შესწავლის და ალაპარეკების უნარი, ასევე Tone of voice-ის შექმნა. ასევე, უკეთ გავაანალიზე ფიდბექის მნიშნელობა.