
ნანუკა ბარბაქაძე - ქოფირაითინგის კურსზე
ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე
მე ვარ ნანუკა ბარბაქაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის პროგრამის სტუდენტი. ამჟამად ბიზნეს ანბანის პროექტის ტრენერი ვარ, ასევე ვმუშაობ მონაცემთა ანალიზისა და კვლევის მიმართულებით ერთ-ერთ კომპანიაში.
სამომავლოდ აუცილებლად ვაპირებ ჩემი საქმიანობის მარკეტინგის სფეროში გაგრძელებას და ეს კურსი აღმოჩნდა ჩემთვის საწყისი ნაბიჯი.
ძირითადად ჩემი ინსპირაციის წყარო არიან ადამიანები თუ ბრენდები, რომლებიც ჩარჩოებში არ ექცევიან, ცდილობენ იყვნენ განსხვავებულები და არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს.
ქოფირაითინგის კურსი დამეხმარა, რომ ამ მიმართულებით საჭირო თეორიული ცოდნა მიმეღო, პრაქტიკულად განმეხორციელებინა ყოველივე და შემებიჯებინა ქოფირაითინგის სამყაროში.
"ეს კურსი ძალიან კარგი საშუალებაა შინაგანი შემოქმედებითი მხარის გაღვიძებისთვის, წერის სხვა კუთხით დანახვისთვის, საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებისთვისა და რაც მთავარია, საკუთარი თავის აღმოჩენისთვის."
გარდა იმისა, რომ ამ სფეროს საქმის სპეციფიკას ეცნობი, მეტად ყურადღებით აკვირდები ბრენდებს, ტენდენციებს, რაც დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ფინალურ დავალებაზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ყველაზე დიდი დრო დავუთმე ბრენდების შერჩევას, რომელიც შედარებით ახლოს იქნებოდა ჩემთან და ინსპირაციის წყარო აღმოჩნდებოდა წერისთვის.
არჩევანი შევაჩერე ბრენდებზე: “ბოდი შოპი” და “ტკბილი ქვეყანა”. ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მათი პროდუქტები საკმაოდ ნაცნობი და საყვარელია. ამიტომაც მინდოდა მეცადა ამ ბრენდებთან მუშაობა და მათთვის შესაბამისი საკომუნიკაციო ენის შერჩევა.
ჩემი სამომავლო გეგმები მარკეტინგის სფეროს უკავშირდება. ამ ეტაპზე მიმართულება არ მაქვს არჩეული, თუმცა სიამოვნებით ვიმუშავებდი სხვადასხვა ბრენდებთან, სარეკლამო სცენარების დაწერასა თუ კონტენტის შექმნაზე.
ამ კურსის ძლიერი მხარე არის ლექციაზე შექმნილი გარემო, რომელიც მოტივაციას გაძლევს სიხარულით დაესწრო ყველა შეხვედრას.
ამაში უდიდესი როლი ლექტორს (მარიამს) უჭირავს, რომ სასიამოვნო და ნაყოფიერი იყოს თითოეული ლექცია. იღებ ცოდნას საკმაოდ კომპეტენტური ადამიანისგან, რომელიც ძალიან წარმატებულია ამ სფეროში, გაძლევს უამრავ სასარგებლო, საჭირო რჩევას, გიზიარებს საინტერესო გამოცდილებასა და რეალურ გამოწვევებს ამ სფეროში.
გარდა ამისა, ორგანიზების მხარეც საკმაოდ მოწესრიგებულია, რაც სტუდენტისთვის ნამდვილად დიდი კომფორტია. მე კი მნიშვნელოვნად დამეხმარა კურსი დროის მენეჯმენტსა და უკუკავშირის შესაძლებლობად ქცევაში.