
ნანუკა გოგიჩაიშვილი - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული
ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე
Მე ვარ ნანუკა გოგიჩაიშვილი, 30 წლის, დავამთავრე საგამომცემლო საქმე და მედია სისტემების ფაკულტეტი, რის შემდეგაც პროფესიული კარიერა დავიწყე სარეკლამო სფეროში, სადაც მიწევდა დიზაინებისა და ტექსტების შემუშავება სხვადასხვა სარეკლამო მასალებისთვის.
Შემდეგ უფრო ფართო მასშტაბით, სხვა კომპანიაში გავაგრძელე კარიერა პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით.
უკვე მეშვიდე წელია, წარმატებით ვსაქმიანობ ამ სფეროში, სადაც ყოველდღიურად მიწევს სხვადასხვა პლატფორმისთვის, სხვადასხვა თემატიკის, ტექსტის წერა.
Ხშირად ვესწრები მასტერკლასებს მარკეტინგის სფეროში, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და დასამახსოვრებელი, სწორედ მარიამ ბეროძეს მიერ ჩატარებული ქოფირაითინგის მასტერკლასი აღმოჩნდა, რის შემდეგაც გადავწყვიტე კურსის გავლა, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდი და მოლოდინმაც გაამართლა.
ინსპირაციის წყარო ყოველთვის სხვადასხვაა, რადგან ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიწევს ბევრ თემაზე ფიქრი და აქედან გამომდინარე ყველა საკითხზე ინდივიდუალურად და სიღრმისეულად უნდა ვიმსჯელო.
კურსის შემდეგ, კიდევ უფრო გავიღრმავე ცოდნა, უფრო მეტ დეტალს ვაკვირდები წერისას, როგორც მარიამი გვეუბნებოდა - “გრძელი სიტყვა, მოკლედ ითქმის”, ყოველთვის, როცა სოციალური ქსელისთვის ვქმნი ქოფის, ვცდილობ ეს ფრაზა არ დავივიწყო.
ასევე შევისწავლე ქოფირაითინგის ფორმულები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ ქსელებში მუშაობისას.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ბოლო დავალება - პორტფოლიოს შექმნა, რომელიც ჩვენი ლექტორის, მიერ შემოწმდა და უფრო მეტად თავდაჯერებული გამხადა ამ საკითხშიც.
კურსის გავლას ვურჩევ ყველას, ვისაც უყვარს წერა ან მუშაობს მარკეტინგის სფეროში, რადგან მოკლე დროში, შეუძლიათ დაეუფლონ წერის ტექნიკას და გახდნენ წარმატებული ქოფირაითერები
ფინალური პროექტის დავალება ჩემთვის ძალიან აზარტული, შემოქმედებითი და გამომწვევი იყო, რადგან არჩევანის თავისუფლება გვქონდა, შევარჩიე ისეთი ქართული ბრენდი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტია, ამ ეტაპზე ნაკლებად ცნობადია და მუშაობის პროცესში, წარმოვიდგინე, მე რომ ვყოფილიყავი ამ ბრენდის დამაარსებელი ან სოციალური მედიის მენეჯერი, როგორ გავხდიდი მას უფრო მეტად ცნობადს და ვაქცევდი საყვარელ ბრენდად ქართველი თუ უცხოელი მომხმარებლისთვის.
ასევე, მოუთმენლად ველოდი შეფასებას და შენიშვნებს, რადგან ამ შენიშვნების მიხედვით ვცდილობდი ყოველი მომდევნო დავალება, უკეთ შემესრულებინა.
ქოფირაითინგის კურსის მსვლელობისას, ერთ-ერთი თემა იყო UI/UX ქოფირაითინგი, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა,
Როგორც უკვე აღვნიშნე, დასაქმებული ვარ მარკეტინგის სფეროში და ვმუშაობ გრაფიკული დიზაინის მიმართულებითაც. აქედან გამომდინარე, Სამომავლოდ, მაქვს სურვილი შევისწავლო UI/UX დიზაინი და ამ მიმართულებით, ვებდეველოპერთან ერთად ვიმუშაო ვებ გვერდის ქოფისა და დიზაინზე.
კურსის ყველაზე ძლიერი მხარე არის პროფესიონალიზმი, ბუნებრივობა ლექტორის მხრიდან, სწორად შემდგარი სილაბუსი, მუდმივი კომუნიკაცია სტუდენტებთან და კომფორტული გარემო.
Რაც შეეხება უნარს, გავხდი უფრო თავდაჯერებული ქოფის წერისას, რადგან მივიღე იმ ტექნიკურ დეტალებზე ცოდნა, რაც ქოფის წერისას ძალიან მნიშვნელოვანია.