ქოფირაითინგის კურსი

ნიკოლოზ კიკნაძე - ქოფირაითინგის კურსდამთავრებული

01.03.2025

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

Smart Fish-ის ქოფირაითინგის კურსის დასრულების შემდეგ მალევე გავიგე, რომ სააგენტო რედბერიში სტაჟიორი სჭირდებოდათ. კრეატიულ სააგენტოში ამ პროფესიით მუშაობა ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო, ამიტომ ხალისით გავიარე გასაუბრება, რომელიც წარმატებით დასრულდა და შევუდექი სტაჟირებას.

სტაჟირების გავლის შემდეგ ჯუნიორ ქოფირაითერი გავხდი და ახლა ამ სტატუსით ვწერ კონტენტს. იმის მიუხედავად, რომ უკვე ბევრი ვისწავლე და არაერთი სასარგებლო უნარი გამოვიმუშავე, განვითარების ახალი გზები და გაუმჯობესების სივრცეები ყოველთვის ჩნდება, მე კი მათ ეტაპობრივად ვითვისებ.

სტაჟირების დაწყების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის უცხო არაფერი იყო, რადგან Smart Fish-ის ლექტორმა, მარიამ ბეროძემ, ლექციების მიმდინარეობისას გამიზიარა მუშაობისთვის საჭირო თეორიული ცოდნა, ამიხსნა სააგენტოში მუშაობის სპეციფიკები და მომცა პრაქტიკული გამოცდილება. 

კურსის განმავლობაში მარიამი სტუდენტებს გადამდები ენთუზიაზმით გვიყვებოდა ქოფირაითინგისა და ქოფირაითერის როლის შესახებ ბრენდსა და მომხმარებელს შორის. ყოველი ლექციის შემდეგ პრაქტიკული დავალების შესრულება საშუალებას მაძლევდა, ახლად შეძენილი ცოდნა გამომეყენებინა, რაც ყველაფრის უკეთ გააზრებაში დამეხმარა. 

ერთი წლის წინ ქოფირაითინგის შესახებ არაფერი ვიცოდი, ახლა კი ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოში ამ პროფესიით ვმუშაობ, რაც Smart Fish აკადემიის-ის დამსახურებაა.

პორტფოლიო

კონტენტისა და ქოფირაითინგის კურსიკონტენტისა და ქოფირაითინგის კურსიკონტენტისა და ქოფირაითინგის კურსიკონტენტისა და ქოფირაითინგის კურსიკონტენტისა და ქოფირაითინგის კურსიკონტენტისა და ქოფირაითინგის კურსიკონტენტისა და ქოფირაითინგის კურსიკონტენტისა და ქოფირაითინგის კურსიკონტენტისა და ქოფირაითინგის კურსი