ნინა ასათიანი - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

ნინა ასათიანი - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

03.02.2025

3D დიზაინის კურსის გასაცნობად დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე,  ბლოგპოსტში კი ნინას გაგაცნობთ, რომელმაც ბლენდერის შესწავლა გადაწყვიტა.

მე ვარ ნინა ასათიანი. დავიწყე 2D ანიმაციების შექმნა დიდი ხნის წინ და როდესაც გავიგე 3D სამყაროს შესახებ, ძალიან დამაინტერესდა.

რამდენიმე თვე ჩემით ვცდილობდი ბლენდერის ათვისებას, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, რადგან არც ტუტორიალები მეხმარებოდა და მოტივაციაც დამეკარგა. ამ დროს ვიპოვე Smart Fish Academy და ეგრევე დავრეგისტრირდი.

ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო არის მუსიკა და ჩემს ირგვლივ გარემო. ძალიან მომწონს პროექტები, სადაც ემოცია და ხასიათი კარგად ჩანს. მუსიკის მოსმენის ან კეთების დროს ხშირად მომდის ახალი იდეები, ასევე გარემოს დაკვირვებისას.

გავლილმა კურსმა მომცა საშუალება, ამ სფეროში პირველი ნაბიჯი გადამედგა, რაც თავიდან ძალიან ძნელი მეჩვენებოდა, მაგრამ ამ კურსის დახმარებით აღარ იყო საშიში. 

სხვას აუცილებლად ვურჩევდი ამ კურსის გავლას.  ამ კურსმა  საშუალება მომცა სწრაფად და ადვილად მესწავლა ყველაფერი რაც მაინტერესებდა 3D-სთან დაკავშირებით. 

რაც მთავარია ეს კურსი დამეხმარა არა მხოლოდ მოტივაციის აღდგენაში, არამედ ჩემი იდეების ვიზუალურად გადმოტანაში.

ფინალურ პროექტზე მუშაობა დასაწყისში მეჩვენებოდა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არც ისე ძნელი ყოფილა.

ყველა კითხვაზე, რაც მაინტერესებდა, მქონდა პასუხი, ამიტომ მშვიდად და კონცენტრირებულად გავუმკლავდი საგამოცდო პროექტს. შეიძლება ითქვას რომ ამ პროცესმა დამარწმუნა - სწორი სფერო ავირჩიე და ცოტა გავიკვირვე კიდეც ამდენი რამ, რომ ვისწავლე მოკლე დროში.

მომეწონა Solar Punk-ის სტილი, რომელიც ჩვენი ფინალური დავალების ბრიფში იყო. ყველაზე მეტად მომწონს ბუნებით სავსე სცენები, მომავალში მინდა 3D ანიმაციებზე მუშაობა დავიწყო, მაგრამ უფრო რეალისტურ სტილში.

ამ კურსის ყველაზე ძლიერი მხარე არის ის, რომ რაც არ უნდა სისულელე კითხვა დამესვა, ჩვენ ლექტორს არასდროს ეზარებოდა და ყოველთვის გვცემდა სრულ და ვრცელ პასუხს. 

ყველაზე მეტად ეს დამეხმარა ჩემს განვითარებაში. ამ კურსიდან ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი რაც შემეძინა, არის კონცენტრირების უნარი. მეგონა, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ ყოველი ახალ სცენას გახსნისას ისე გადიოდა დრო, თითქოს არაფერი.

ბლენდერის კურსიბლენდერის კურსიბლენდერის კურსი