ნუცა ფოცხვერია - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული

3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებილის ნუცა ფოცხვერიას ფინალური პროექტი

21.01.2026

კურსის შესახებ სრულად

გამარჯობა მე ვარ ნუცა,  21 წლის სტუდენტი. ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

ვსწავლობ 3D დიზაინში, Blender-ზე ფოკუსირებით, დაინტერესებული ვარ როგორც ანიმაციით, ასევე თამაშების დიზაინით. მსიამოვნებს სტილიზებული გარემოს, პერსონაჟების და სიუჟეტური სცენების შექმნა. მხატვრულ საქმიანობასთან ერთად, გატაცებული ვარ ფსიქოლოგიითა და ფილოსოფიით, რაც მეხმარება დიზაინს ემოციურად, ატმოსფეროთი და თხრობის სიღრმით მივუდგე. ჯერ კიდევ დამწყები ვარ, მაგრამ მოტივირებული, ცნობისმოყვარე და ორიენტირებული ვარ ჩემი ტექნიკური უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების გაუმჯობესებაზე

აქამდე 3D დიზაინსის დამოუკიდებლად სწავლას ვცდილობდი თუმცა შევამჩნიე, რომ ასე კარგ საფუძველს ვერ ვაძლევდი  საკუთარ თავს და სწორედ ამიტომ მინდოდა კურსის გავლა.

ჩემი შემოქმედებითობითი აზროვნება სიუჟეტით და ემოციებით არის განპირობებული. მიყვარს იმის შესწავლა, თუ როგორ შეუძლია დიზაინს, ადამიანში რაღაცის შეგრძნება გამოიწვიოს - იქნება ეს დისკომფორტი, გაოცება თუ ცნობისმოყვარეობა. ეს ემოციური ფოკუსი ხშირად მაიძულებს უფრო ატმოსფერულ და ექსპრესიული 3D პროექტების შექმნას

ამ კურსმა მომცა ის მთავარი ფუნდამენტური ცოდნა, რომელიც აუცილებელია ამ სფეროში სწორედ ამიტომ ვურჩევდი ყველას  Smart Fish აკადემიაში სწავლას

ეს პროექტი წარმოადგენს სტილიზებულ მიტოვებულ იაპონურ კაფეს, რომელიც შექმნილია Blender-ში იზომეტრიული, დაბალი პოლიგონური ვიზუალური სტილის გამოყენებით. 

კაფე შექმნილია ობოკე იოკაის სოფლის (ცნობილი სულების/ეშმაკების ‘’იოკაის’’სოფელი იაპონიაში) ერთ-ერთ მიგდებული კაფეს ინსპირაციით, რომელიც შთაგონებულია იაპონური ფოლკლორით, ობოკეს ხეობის ტერიტორიითა და ტრადიციული იოკაის (ეშმაკი/ავსული) ლეგენდებით.

ჩემი მიზანი იყო სტილიზებული ხიბლის შერწყმა მიტოვებულ, ატმოსფერულ სიუჟეტურ გარემოსთან. დიზაინი ფოკუსირებულია ვიზუალურ მოთხრობაზე გარემოს მეშვეობით.

იმასთან ერთად, რომ კაფე პატარა და სტილიზებულია, ის ასევე უფრო ღრმა ნარატივს გვთავაზობს: ადგილი, რომელიც ოდესღაც ცოცხალი იყო, ახლა კი სოფელში დარჩა,სადაც სულები, აჩრდილები და დავიწყებული არსებები ცხოვრობენ. დაბალი პოლიგონური მიდგომა კი გვეხმარება წასაკითხი და სიმბოლური იერსახის შესაქმნელად.

უახლოეს მომავალში ვისურვებდი მუშაობას პატარა პერსონაჟის შექმნასა და ანიმაციაზე ან, ასევე, საინტერესო იქნება რაიმე გარემოს შექმნაც.

ამ კურსით გარანტირებული გაქვს 3D დიზაინის (ბლენდერის) დეტალურად სწავლა და გააზრება, ასევე, გარდა პროფესიული ცოდნისა, კურსმა მასწავლა დისციპლინირებული მუშაობა და დროის მენეჯმენტის მართვაც, რაც აუცილებელი და საჭირო პლუსია.

3d დიზაინის ბლენდერის კუსდამთავრებული - ნუცა ფოცხვერია3d დიზაინის ბლენდერის კუსდამთავრებული - ნუცა ფოცხვერია3d დიზაინის ბლენდერის კუსდამთავრებული - ნუცა ფოცხვერია3d დიზაინის ბლენდერის კუსდამთავრებული - ნუცა ფოცხვერია