
ქეთი აფრიამაშვილი - 3D დიზაინის (Blender) კურსზე
3D დიზაინის კურსის გასაცნობად დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე, ბლოგპოსტში კი ქეთის გაგაცნობთ, რომელმაც ბლენდერის შესწავლა გადაწყვიტა.
Მე ვარ ქეთი, 24 წლის. ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ხატვით, ამიტომ გადავწყვიტე გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები 3D დიზაინის მიმართულებით. უნდა აღვნიშნო, რომ ამ დრომდე 3D დიზაინთან შეხება არ მქონია, სწორედ ეს გახდა მიზეზი შემერჩია გამოცდილი და პროფესიონალი ლექტორი, რომლისგანაც დამწყებისთვის საჭირო ცოდნას მივიღებდი.
3D დიზაინით დაინტერესების შემდეგ მუდმივად ვეძებდი ისეთ ლექტორს, რომელის ნამუშევრებიც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას მოახსენდა, ასევე გამოკვეთავდა მის პროფესიონალიზმსა და დეტალებზე ორიენტირებულობას.
ასევე, მნიშვნელოვანი იყო თუ რა სტილით ატარებდა ლექციებს და რამდენად პროდუქტიული იქნებოდა კურსის გავლა. სწორედ ამ ძიებაში შემხვდა Smart Fish აკადემიის კურსი, რომელსაც ხელმძღვანელობდა - გიორგი ღვედაშვილი.
გადავწყვიტე დავსწრებოდი მასტერკლასს, სადაც დიდი შთაბეჭდილება დატოვა ლექტორის პროფესიონალიზმმა და გადმოცემის უნარმა. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩავრიცხულიყავი კურსზე.
ყოველთვის მსურს შევქმნა ინდივიდუალური და საინტერესო ნამუშევრები,რომელიც მნახველს იმ ემოციებით აავსებს, რომელსაც ყოველდღიურობაში ხშირად ვერ განიცდიან.
გავლილმა კურსმა შემასწავლა 3D დიზაინი როგორც ინდუსტრია და მომცა დიდი გამოცილება პროგრამულ ნაწილშიც (ბლენდერში.)
კურსის გავლის შემდეგ შემეძლო დამოუკიდებლად მემუშავა პროექტებზე, რაც ლექტორის დიდი შრომის შედეგია.
ასევე, უნდა აღვნიშნო , რომ კურსის ჩატარების ფომატი საკმაოდ კომფორტული და პროდუქტიულია.
ფინალური პროექტისთვის უნდა შეგვერჩია 90-იანი წლების 2D ანიმაციები და უნდა შეგვექმნა მათი 3D ვერსიები. გადავწყვიტე შემერჩია ყველასათის ნაცნობი და საყვარელი ანიმაცია- “კუნინძები”. Ჩემთვის გამოწვევა იყო შემექმნა მათი არაკლასიკური ვერსია, ფინალურ პროექტში წარმოვადგინე ჩემი იდეით შექმნილი პატარა კუნინძები. Გარემოსთვის შევქმენი ქალაქის ვიზუალი. Ანიმაციას რაც შეეხება გადავწყვიტე შემექმნა -”ქალაქში დაკარგული პატარა კუნინძები”.
Სამომავლოდ , განსაკუთრებით დიდი გამოწვევა იქნებოდა ქართულ თემატიკაზე თმაშების ან ანიმაციის შექმნა
კურსის დაწყებამდე ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა, რადგან ეს სრულიად უცხო სფერო იყო. ლექტორის ჩართულობამ და მასალის ადვილად გადმოცემის უნარმა , ჩემს თავში დამარწმუნდა და ვხედავდი ყოველი გაკვეთილის შემდეგ როგორ უმჯობესდებოდა ჩემი უნდარები.