სალომე სულაბერიძე

სალომე სულაბერიძე - ქოფირაითინგის კურსზე

30.01.2024

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

- მოგვიყევი შენ შესახებ? 
Მე ვარ სალომე სულაბერიძე. ქოფირაითინგის სწავლა 29 წლის ასაკში გადავწყვიტე და ამ პროფესიას Smart Fish აკადემიაში გავეცანი. ვფიქრობ, ამაზე უკეთეს ადგილს ვერ ვიპოვიდი. 

"კურსის გავლის შემდეგ, ჩემში ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე და პროფესიის შეცვლაზე დავფიქრდი."

- საიდან იღებ ინსპირაციას? Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ჩემში ინსპირაცია გააღვიძა კურსის ლექტორმა, რომელმაც დამანახა თუ რას ნიშნავს ალაპარაკო ბრენდი. 

"Ჩემი შემოქმედებითი აზროვნების წყარო ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც საოცრებებს ქმნიდნენ თავიანთ სფეროში. ამ კურსმა კი საშუალება მომცა, თავი მათ ადგილას წარმომედგინა და ჩემში გამეღვიძებინა ადამიანი, რომელიც თავად ქმნის…"

- რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას ქოფირაითინგის კურსის გავლას? 
გავეცანით  ბევრ საინტერესო მაგალითს, მუშაობის სხვადასხვა ტექნიკას. Ჩავერთეთ მუშაობის პროცესში. 

თითოეული ლექციის შემდეგ ვმუშაობდით პრაქტიკულ დავალებებზე, რაც კიდევ უფრო მეტად გვზრდიდა როგორც ქოფირაითერებს.

"ამ კურსის გავლას ვურჩევდი ყველას, ვისაც ეს მიმართულება აინტერესებს. ეს არის ძალიან საინტერესო გზა, გამოსცადო შენი თავი, გაიგო უფრო მეტი და გყავდეს პროფესიონალი ლექტორი. დაიწყო მაშინაც, თუ გამოცდილება არ გაქვს."

- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს მიმართულება?
ფინალურ პროეტზე მუშაობისას ავარჩიე ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ბრენდი. ვეცადე დამეცვა მათი საუბრის ტონი და თან ჩემებური ხედვაც არ დამევიწყებინა. Ძალიან საინტერესო იყო!

- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
კურსის გავლის შემდეგ, ჩემი საყვარელი მიმართულებაც ვიპოვე ქოფირაითინგში - პოსტების წერა სოციალურ მედიაში. Მომწონს განსხვავებული, კრეატიული მიდგომა. 

აი ისეთი ტექსტები, რომ წაიკითხავ და სულ გემახსოვრება. Სიმოავნებით ვიმუშავებდი ბრენდებთან, რომლებიც ასეთ კონტენტს ქმნიან.

- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
ამ კურსმა მომცა შესაძლებლობა განსხვავებულად აღმექვა ბრენდები. აღმომეჩინა და განმევითარებინა ჩემი "ქოფირაითინგული" უნარები. ასევე, მქონოდა საკუთარი პორტფოლიო, რაც მომავალში გამიმარტივებს პირველი ნაბიჯების გადადგმას ამ სფეროში.