სიმონ გიორგაძე - გრაფიკული დიზაინის კურსზე
თუ ფიქრობ გრაფიკული დიზაინის შესწავლას და არ იცი საიდან დაიწყო, თვალი შეავლე კურსს
– სიმონ, მოგვიყევი შენ შესახებ?
ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის კურსდამთავრებული, დამწყები გრაფიკოს დიზაინერი და ილუსტრატორი. Მიმუშავია რამდენიმე ლოკალურ შეკვეთაზე, თუმცა ნამუშევრების უმეტესობა საკუთარი პროექტებია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ სფეროში პროფესიული გამოცდილება არ მქონია.
– Რატომ გადაწყვიტე Smart Fish აკადემიაში გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა?
Როგორც უკვე ვახსენე გრაფიკულ დიზაინში დიდი გამოცდილებ არ მქონია. ამიტომ, გადავწყვიტე Smart Fish აკადემიის გრაფიკული დიზაინის კურსის გავლა, ჩავირიცხე აკადემიაში, განვაახლე ცოდნა ტექნიკურ და თეორიულ საკითხებში, განვაახლე, ასევე პორტფოლიოც.
– Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ჩემს ნამუშევრებში ფერების კომბინაციები, ფორმები, კომპოზიციური განაწილება და შინაარსი, ხშირ შემთხვევაში ვირტუალურ სამყაროებში დანახული ვიდეო თამაშებით ინსპირირებულია. ასევე, შემოქმედების მეორეული წყარო მუსიკაცაა.
– რა მოგცა გავლილმა კურსებმა და რატომ ურჩევდი სხვას დიზაინის კურსების გავლას?
კურსი გამოირჩევა ინფორმაციის მარტივი გადმოცემითა და ლექტორის შემოქმედებით პროცესში მაღალი ჩართულობით. კურსის განმავლობაში შევისწავლე Adobe Photoshop-ის ინსტრუმენტარი და მისი შესაძლებლობები, რამაც წარმოდგენა მომცა თუ რაში შევძლებ მის გამოყენებას.
გამოცდილება მივიღე გრაფიკული დიზაინერისთვის აუცილებელი ორი პროგრამის ერთად გამოყენებაში, რაც ყოველთვის მიჭირდა. კურსის დახმარებით შეძლებ ერთმანეთისაგან განსხვავებული პირობებისა და მოთხოვნილებების მქონე დავალებებზე მუშაობას, რაც მრავალფეროვანი პორტფოლიოს შედგენაში გიწყობს ხელს.
– მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს თემა?
Ჩემი ფინალური ნამუშევრების თემა ეხებოდა ვიდეო და სამაგიდო RP (role playing) თამაშებშის პერსონაჟების კლასებად დაყოფას. პერსონაჟის კლასი განსაზღვრავს მის გარეგნობას, შესაძლებლობებსა და დანიშნულებებს.
Შესაბამისად, შევეცადე ყველაზე საბაზისო კლასების ფერებით დახასიათება. ეს თემა ავირჩიე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, რაც პერსონაჟებისა და მათი გარეგნული მახასიათებლების წარმოჩენით თხრობას გულისხმობს.
– Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
Მსურს საკუთარი დიზაინერული და სამხატვრო უნარების გაერთიანება პროექტებში, რომლებშიც ეს ორი მიმართულება ჰარმონიულად იარსებებს.
– რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარეა ლექტორისა და კურსელების მაღალი ჩართულობა შემოქმედებით პროცესში, რაც ხელს გიწყობს საკუთარი შეცდომების გამოსწორებაში და ნამუშევრებისათვის სწორი მიმართულების შერჩევაში.
კურსმა შემძინა საკუთარი ნამუშევრების ობიექტურად შეფასებისა და მათთვის უკეთესი მიმართულების შერჩევის უნარი.
სიმონის პორტფოლიოს სანახავად გადადი ბმულზე.