სოფო კავთუაშვილი

სოფო კავთუაშვილი - ქოფირაითინგის კურსზე

23.04.2024

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 

- სოფო, მოგვიყევი შენ შესახებ? 
გამარჯობა, მე ვარ სოფო, ბიზნეს ადმინისტრირების მესამე კურსის სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

სწორედ უნივერსიტეტში, რეკლამირების კურსის სწავლისას დავინტერესდი ქოფირაითინგით, რის გამოც გადავწყვიტე ამ კურსის გავლა.

- საიდან იღებ ინსპირაციას?
ხშირად ინსპირაციას თავად ბრენდი იძლევა, რადგან მასზე მუშაობის დაწყებისას გასათვალისწინებელია ის, თუ რა სფეროს და რომელ არქეტიპს მიეკუთვნება ის, აქედან გამომდინარე, უკვე გასაგები ხდება მისი სეგმენტი და ,,Tone of Voice”, რომელსაც შემდგომ უკვე საკომუნიკაციო არხებში წერისას ვიყენებთ. 

აქვე, ვიტყვი იმასაც, რომ ინსპირაციის წყაროს ,,insight”-ებიც იძლევა, ანუ ერთგვარი მიგნებები, რომლებიც სამიზნე აუდიტორიისთვის, ცნობიერების დონეზეა დაყვანილი.

- რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას ქოფირაითინგის კურსის გავლას? 

"გავლილმა კურსმა მომცა ის ძირეული ცონდა, რომელიც მომავალმა ქოფირაითერმა აუცილებლად უნდა იცოდეს იმისთვის, რომ მომუშავე ბრენდის აუდიტორიის მოზიდვა და, შედეგად, გაყიდვების სტიმულირება შეძლოს." 

კურსმა, ამასთანავე, გამიუმჯობესა კრეატიული წერის მანერა და ის მიმართულება, რომელიც ყოველი ბრენდის შემთხვევაში ინდვიდუალურად გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ, მათ, ვინც ქოფირაითინგით დაინტერესებულნი არიან ვურჩევდი ამ კურსს.

- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, რატო აარჩიე კონკრეტულად ეს მიმართულება?
ფინალურ პროექტზე სამუშაოდ ავარჩიე ორი სრულიად განსხვავებული ტიპის ბიზნესი. კერძოდ ერთ-ერთი მათგანი იყო შემდგარი ბრენდი ,,Doritos”, ხოლო მეორე საქართველოს ბაზარზე ახლად გამოჩენილი მყუდრო კაფე ,,პიშკები ბებოსთან”. 

ჩემი არჩევანი განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ მსურდა ჩემი ძალები მომესინჯა და ორივე შემთხვევაში განსხვავებული ,,Tone of Voice” გამომეყენებინა, რათა არ ყოფილიყო ყოველივე ერთფეროვანი და შესაბამისად ყოფილიყო საინტერესო. 

- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
სამომავლოდ მსურს მარკეტინგის სფეროში მუშაობა, შესაძლოა სარეკლამო სააგენტოში, სადაც შევძლებ კრეატიულ გუნდთან ერთად იდეების გენერირებას ისევე, როგორც სარეკლამო ქოფების წერას.

- რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?

"ამ კურსის ძლიერი მხარე არის თავად ლექტორი, მარიამ ბეროძე, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით და ენერგიით 1 თვეში ფუნდამენტურ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ დავალებებზე მუდმივ უკუკავშირს იძლევა."  

შედეგად, მიღებული უკუკავშირი  მონაწილეების ნამუშევრების გაუმჯობესებულ შედეგებში უპირობოდ ვლინდება.