ბლენდერის კუსდამთავრებული

თაკო კვერნაძე - პორტფოლიო 3D დიზაინში (Blender)

28.06.2025

3D დიზაინის კურსის გასაცნობად დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე

მე ვარ გრაფიკოს დიზაინერი, ბავშვობიდანვე დაინტერესებული ვარ ხელოვნებით, ხატვითა და არქიტექტურით. მიყვარს იაპონური ukiyo-e სტილის ნახატები და ანიმაციები, განსაკუთრებით Studio Ghibli-ის უნიკალური ვიზუალური ენა. ჩემთვის შთამაგონებელია სიუჟეტისა და ვიზუალური ესთეტიკის კომბინაცია მათ ნამუშევრებში.

როდესაც გადავწყვიტე ჩემი იდეები უფრო გამეცოცხლებინა და 2D ფორმატიდან 3D სივრცეში გადამეტანა, დავიწყე კურსების მოძიება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ეს კურსი, რომელიც საშუალებას მაძლევდა შედარებით ნაკლებ დროში მიმეღო საჭირო ცოდნა. 

ასევე, ლექტორისა და კურსდამთავრებულების ნამუშევრებმა და ფიდბექებმა დიდი გავლენა მოახდინა საბოლოო არჩევანზე.

ჩემთვის შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო ყოველდღიურობაა – რეალური ხმის და ფერების კომპოზიციის აღქმა. როცა ჩვეულებრივ, არასრულყოფილ ნივთებსა და გარემოში სილამაზესა და ესთეტიურობას ვხედავ.  ასევე, ძალიან მეხმარება სხვისი ნამუშევრების დათვალიერება, ანიმაციების ყურება (რაც ბავშვობიდანვე ჩემი ჰობია) –  Pixar, DreamWorks, Walt Disney და განსაკუთრებით კი Studio Ghibli-ის ნამუშევრები. ზოგადად, იაპონური კულტურა და wabi-sabi-ის ფილოსოფია ჩემთვის დიდი შთაგონების წყაროა.

როდესაც ახალ პროექტზე იწყებ მუშაობას, რომელთანაც მანამდე შეხება არ გქონია, ალბათ ყველასთვის რთულია დასაწყისი — როცა არ იცი როგორ გამოიყენო მიღებული ცოდნა პრაქტიკაში და ზოგადად საიდან დაიწყო მუშაობა. 

ამ კურსზე ეს პრობლემა არ შემქმნია, ლექტორმა პირველივე დღიდან გვასწავლა როგორ გვემუშავა სწორად და თანმიმდევრულად. ამის გამო ფინალურ ნამუშევარზე მუშაობა ძალიან გამიმარტივდა.

 ამ კურსს ვურჩევ ყველას, ვისაც სურს არა მხოლოდ პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება, არამედ საკუთარი იდეების გაცოცხლება და 3D-ში გადატანა.

ფინალური ნამუშევარში უნდა შეგვექმნა “დიორამა”, რომელიც ორ განსხვავებულ ბუნებრივ გარემოს ხმელეთსა და ოკეანეს გააერთიანებდა. მუშაობა დავიწყე “რისერჩით” და მივხვდი რომ სტილიზებული semi low poly სტილის ნამუშევრები, ბუნებრივი, თბილი ფერებით ძალიან მომწონდა და მეც ამ სტილში მინდოდა მქონოდა ჩემი ფინალური ნამუშევარი.

პროცესში ასევე ჩავრთე გარემოს პატარა დეტალები, რომლებიც საბოლოო ჯამში ზღაპრულ და ანიმაციურ ატმოსფეროს ქმნიდა.

ბლენდერის კურსის გავლის შემდეგ, მივხვდი, რომ 3D დიზაინი მეხმარება, ვიზუალური იდეები უფრო რეალისტურად და ეფექტურად გადმოვცე. თუმცა, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული რა პროექტებზე მინდა სამომავლოდ მუშაობა. 

კურსის ძლიერი მხარე იყო ლექტორის პროფესიონალური მიდგომა და მეგობრული დამოკიდებულება. ინფორმაციის მარტივად და გასაგებად გადმოცემამ, საინტერესო დავალებებთან ერთად, შესაძლებლობა მოგვცა, რომ სასწავლო მასალა უმოკლეს დროში ეფექტურად და საფუძვლიანად აგვეთვისებინა.

მუდბორდები


ბლენდერის კურსდამთავრებულიბლენდერის კურსდამთავრებულიბლენდერის კურსდამთავრებული

რენდერები


ბლენდერის კურსდამთავრებულიბლენდერის კურსდამთავრებულიბლენდერის კურსდამთავრებულიბლენდერის კურსდამთავრებულიბლენდერის კურსდამთავრებულიბლენდერის კურსდამთავრებულიბლენდერის კურსდამთავრებული