
3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული - თამთა ღარიბაშვილი
კურსის შესახებ სრულად
მე ვარ თამთა, 23 წლის. პროფესიით ქორეოგრაფი. ასევე, ბალეტის სტუდიაში ვმუშაობ დამხმარე პედაგოგად. მსურს მომავალში გავაერთიანო შემოქმედებითი ხედვა და 3D დიზაინის ტექნიკური შესაძლებლობები.
ვეძებდი აკადემიას, სადაც პროფესიულ უნარებს სწრაფად და ეფექტურად შევიძენდი. სწორედ Smart Fish აკადემიაში აღმოვაჩინე ის სტრუქტურა, პერსონალური მიდგომა და პრაქტიკულ დავალებებზე დაფუძნებული სწავლების სისტემა, რომელმაც 3D დიზაინის სფეროში ჩემი განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო არის დაკვირვება. სხეულზე, სივრცეზე და მათ ურთიერთობაზე. ხშირად ვაკვირდები სინათლეს, ჩრდილებს, კომპოზიციას და იმ მცირე დეტალებს, რომლებიც ერთმანეთთან ჰარმონიას ქმნიან. სწორედ ეს მაძლევს შესაძლებლობას ფორმებს განსხვავებული კუთხით შევხედო და 3D დიზაინში უფრო ორიგინალური და საინტერესო იდეები შევქმნა.
კურსმა პირველ რიგში თავდაჯერებულობა შემძინა. უკვე ვიცი, როგორ გადავიტანო იდეები ვიზუალურ ფორმად და შევქმნა რეალური 3D მოდელები. განსაკუთრებით დამეხმარა ლექტორის პროფესიონალიზმმა და დეტალიზირებულმა სწავლებამ.
სხვასაც აუცილებლად ვურჩევ ამ კურსს, რადგან საშუალოებას მოგცემს როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულ განვითარდე.
ფინალურ პროექტზე მუშაობა დავიწყე იდეის კონცეპტის შექმნით, შემდეგ 3D მოდელირებითა და ტექსტურების შერჩევით, საბოლოოდ კი პროექტის პრეზენტაციით დავასრულე. ლექტორის ფიდბექი პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან დამეხმარა ნამუშევრის დახვეწასა და სრულყოფაში.
მაინტერესებს ანიმაციები და rigging, რადგან მსურს მოდელების რეალური მოძრაობის შექმნა და შემოქმედებითი იდეების ტექნიკასთან კომბინირება.
ამ კურსმა გამიძლიერა შემოქმედებითი აზროვნება და მომცა უნარი იდეები რეალურ, 3D მოდელებად გადავაქციო. პროცესი იყო პრაქტიკული და ძალიან სასარგებლო.





