
თორნიკე დოლიძე - 3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული
3D დიზაინის კურსის გასაცნობად დეტალური ინფორმაცია შეგიძლია ნახო ამ ბმულზე, ბლოგპოსტში კი თორნიკეს გაგაცნობთ, რომელმაც ბლენდერის შესწავლა გადაწყვიტა
მე ვარ თორნიკე, 20 წლის, ვსწავლობ საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგრამ ბავშვობიდან მაინტერესებს 3D გრაფიკა, ამიტომ გადავწყვიტე ეს საქმე ჩემს პროფესიად მექცია.
პირველად აკადემიის შესახებ რეკლამიდან გავიე და დავინტერესდი. შემდეგ ლექტორის - გიორგი ღვედაშვილის ნამუშევრები ვნახე და ძებნა აღარც გამიგრძელებია მაშინვე გადავწყვიტე აკადემიაში რეგისტრაცია.
უცნაურია მაგრამ ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო ჩემივე წიგნია, რომელიც 17 წლის ასაკში დავწერე. ახლა კი მეორე ნაწილზეც ვმუშაობ და მინდა აკადემიაში შეძენილი ცოდნითა და უნარებით შევძლო და გადავიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი, ჩემი წიგნის, ბამბის ველის მიხედვით. ამის გასაკეთებლად მიწევს ფანტაზიის უნარის მაქსიმალურად გამოყენება რომ ჯერ ფურცელზე შემდეგ კი ეკრანზე გადმოვიტანო ჩემი წარმოსახვა.
თუ ვინმეს ჩემს მსგავსად ამბიციური გეგმები აქვს, მაშინ ეს კურსი მისთვისაა რადგან ამ პროგრამას (ბლენდერს) შეუძლია გაგაკეთებინოს ყველაფერი და გააცოცხლოს ყველა წარმოსახვა რაც კი შეიძლება გვქონდეს, ამის სწავლაში კი ლექტორი დიდ წვლილს შეიტანს.
საშინაო დავალებები მარტივი იყო რადგან ლექციების დროს კარგად ვიგებდი ყველაფერს, სამუშაო პროცესი კი სასიამოვნო იყო, სწავლების პერიოდი კი ძალიან საინტერესო. იგივეს ვიტყოდი ფინალურ პროექტზე რომლის შესრულებაც არ იყო მარტივი, დროსთან ერთად ბევრ სხვა რამეს მოითხოვს, მაგრამ შედეგის ნახვის შემდეგ ნამდვილად ნასიამოვნები დავრჩი.
კურსზე სწავლისას ბევრ ისეთ რამეში გავერკვიე, რაშიც სხვა დროს გაცილებით მეტი დრო და რესურსები დამეხარჯებოდა.
ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფინალო პროექტზე მუშაობამ ის გარკვეული დისციპლინური უნარები გამიჩინა, რაც სამომავლოდ დამკვეთთან მუშაობისას გამომადგება.