ვახო ლალუაშვილი

ვახო ლალუაშვილი - 3D დიზანის (Blender) კუსდამთავრებული

13.01.2024

გამაროჯობა, მე ვარ ვახო ლალუაშვილი, 30 წლის პროგრამისტი. მიზეზი რის გამოც პროგრამირებამ დამაინტერესა იყო ნატვრა, შემექმნა საკუთარი თამაში.

უნივერსიტეტში სწავლას პარალელურად Game Development-ზე ვეცნობდი სხვადასხვა ინფორმაციას. მივხვდი რომ სამგანზომილებიანი ობიექტები იქმებოდა რაღაც აპლიკაციებით. იმ დროისთბის 3Ds Max-ი ყველაზე პოპულარული იყო. ამ პროგრამის სწავლაში ხელი იმ ფაქტმა შემიშალა, რომ ფასიანი იყო და დაკრეკილი ვერსიის გამოყენება მიწევდა. 

გავიდა რამდენიმე წელი და გამოჩნდა ბლენდერი, რომელიც თავიდაც არც ისეთი დახვეწილი და კარგი იყო, მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა. 

დღეს ბლენდერი თითქოს, რაღაც დეფაქტო სტანდარივითაა 3D მოდელირების აპლიკაციებს შორის (როგორც ფოტოშოპია 2D რედაქტორებში). ვნახე რომ ბლენდერის გამოყენებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა თამაშებისთვის, იმაზე მეტიც კი ვიდრე 3Ds Max-ში.

თავიდან ბლენდერის სწავლა ტუტორიალებით გადავწყვიტე. თუმცა მალევე მივხვდი, რომ გამოცდილი პროფესიონალის დახმარება მჭირდებოდა. 3D დიზაინის (Blender) - ის კურსით უფრო მეტი რამ გავიგე ვიდრე არსებული  ტუტორიალებით, რომლებშიც მხოლოდ ის ცოტა რამ არის ახსნილი რაც საჭიროა მოდელის გასაკეთებლად.

კურსის განმავლობაში მივიღე 3D დიზაინზე უამრავი ინფორმაცია და გამეზარდა თვალსაწიერი: დავინახე როგორი კომპლექსურია 3D მოდელირება და ამასთანავე რაოდენ სასიამოვნო. ახლა უფრო მეტად ვაფასებ სხვა არტისტების ნამუშევრებსაც.

კურსის ყველაზე ძლიერი მხარე ლექტორია,  რომელიც გასაგებად ხსნიდა ყველა საკითხს და კითხვებზეც ამომწურავად გვცემდა პასუხებს.

ვახო ლალუაშვილი
ვახო ლალუაშვილი
ვახო ლალუაშვილი