ბლოგის ქავერი

აკაკი ყაჭიაშვილი - გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებული

14.09.2024

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიკაციის ეფექტური საშუალებაა, სტუდენტების შემოქმედებითი უნარები კი სწავლების თანმიმდევრულობითა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით კიდევ უფრო ვითარდება.

მათთვის ფინალურ პროექტზე მუშაობა ყოველთვის ახალი გამოწვევაა, ჩვენთვის კი სტუდენტების ნამუშევრები ინსპირაციის წყარო – რაც შეიძლება მეტის შეთავაზება და სწავლება შევძლოთ მომდევნო კურსებზე.

თუ დაინტერესებული ხარ დიზაინის ინდუსტრიით, შემოიხედე კურსზე 

მე ვარ აკაკი ყაჭიაშვილი 28 წლის, პროფესიით ტატუ არტისტი და ახლა უკვე დამწყები გრაფიკოს დიზაინერი, მიყვარს ხელოვნება და ვცდილობ ჩემი ცხოვრება მას დავუკავშირო.

ვეძებდი სიახლეს და ახალ გამოწვევებს, როდესაც ამაზე მეგობართან ვთქვი, მან Smart Fish – აკადემიას გაუწია რეკომენდაცია, გრაფიკული დიზაინის შესასწვლად.

მინდა რომ შემოქმდებითი კუთხით განვავითარო უნარები, ამისთვის ილუსტრაციებზე მუშაობას მოვიაზრებ.

ფინალური პროექტის ბრიფი, Საინტერესო გამოწვევა იყო ჩემთვის.
დავალება გულისხმობდა ქართველი მხატვრების ნამუშევრების პოსტერებად წარმოდგენას, მე შევქენი პოსტერების სერია სახელით ”Let’s make them famous again” – რითიც ვფიქრობ, რომ იდეა გავაცოცხლე.

ლექტორის დამსახურებით თეორიული და ტექნიკური მხარე კარგად იყო ახსნილი, რამაც განაპირობა ცოდნის მარტივად ათვისება.

აკაკის პორტფოლიო Behance-ზე

 

აკაკი ყაჭიაშვილი

აკაკი ყაჭიაშვილი აკაკი ყაჭიაშვილი

აკაკი ყაჭიაშვილი აკაკი ყაჭიაშვილი